გივი სიხარულიძე განცხადებას ავრცელებს

Загрузка...
„რას აპირებს ბიძინა ივანიშვილი არ ვიცი, მაგრამ სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით საზოგადოების განწყობა დადებითი არ არის და შეიძლება მთელი ამბავი ატყდეს“, - ასე ეხმაურება მწერალი და მსახიობი გივი სიხარულიძე მთავრობაში მოსალოდნელ ცვლილებებს.
„რომელი პარტია მოვა ხელისუფლებაში და ვის აირჩევს, საერთოდ არ მაინტერესებს, რადგან ყველა პარტია მატყუარა და არაფრის გამკეთებელია. რაც შეეხება ამ სამთავრობო ცვლილებებს, რას აპირებს ივანიშვილი არ ვიცი, მაგრამ მე უნდა ვიცოდე, როგორც მოქალაქემ, პეტრე რომ გაუშვი და ივანე მოგყავს, რას გააკეთებს ჩემი ქვეყნის და ხალხის კეთილდეობისთვის.
„საქმის გამკეთებული ხალხი უნდა მოვიდეს მთავრობაში და ისე არ უნდა მოხდეს, რომ ვთქვათ, ვაის გავეყარე და უის შევეყარეო. 
„ისე, ბახტაძის წასვლას მივესალმები. რა გააკეთა ამ თანამდებობაზე რომ იყო?! გახარის პრემიერ-მინსტრად დანიშვნაზე კი თავს შევიკავებდი. ზოგადად, ამ სამთავრობო ცვლილებასთან დაკავშირებით საზოგადოების განწყობა დადებითი არ არის და შეიძლება მთელი ამბავი ატყდეს“, - განაცხადა „რეზონანსთან“ გივი სიხარულიძემ.скачать dle 11.3
></div>
 
  
  
        
        
        <div class=2 834 / 03 სექტემბერი 2019
Загрузка...
სხვა სიახლეები
Загрузка...
კომენტარები