ივანიშვილის საიდუმლო კანდიდატი პრემიერ-მინისტრის პოსტზე

Загрузка...
ქვეყანაში არსებული კრიზისის დასაძლევად სამთავრობი ცვლილებების აუცილებლობაზე საუბარი როგორც საზოგადოებაში, ასევე პოლიტიკურ წრეებში მიდის. ბოლო რამდენიმე კვირაა, სამთავრობო კულუარებიდან ჟონავს ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილი სექტემბრის ბოლოს და ოქტომბრის დასაწყისში სამთავრობო კარუსელს გეგმავს. პირველ რიგში ის აპირებს, რომ პრემიერი შეცვალოს და სავარაუდოდ, ამის შესახებ თავად მამუკა ბახტაძესაც ინფორმაცია აქვს.
არსებული ინფორმაციით, რომ მამუკა ბახტაძე, დიდი ალბათობით ისევ რკინიგზის დირექტორად დაბრუნდება. მის პოსტზე კი რამდენიმე კანდიდატურა განიხილება. შესაძლოა სკამი ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა დაიკავოს, ასევე გუნდის შიგნით „ოცნების" დეპუტატების უმრავლესობას გიორგი დანელია სურს. თუმცა შესაძლოა მთავრობის მეთაურად გიორგი გახარია მოგვევლინოს.
თუ კი მოქმედი შინაგან საქმეთა მინისტრი და ვიცე-პრემიერი გიორგი გახარია პრემიერის სავარძელში გადაინაცვლებს, მაშინ მის ადგილს "ქართული ოცნების" პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი დაიკავებს.
სამთავრობო ცვლილებებს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე არც ადასტურებენ და არც უარყოფენ.
იგეგმება თუ არა სამთავრობო ცვლილებები და პრემიერ-მინისტრის გადადგომა, ამასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას მთავრობის ამჟამინდელი ხელმძღვანელი არ პასუხობს. მამუკა ბახტაძემ არც უარყო და არც დაადასტურა მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ გავრცელებული ხმები და ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ აქცენტი „ქართული ოცნების" გუნდურობაზე გააკეთა.
„ეს საკითხი პერიოდულად იწევა, სამწუხაროდ ქართულ პოლიტიკას ეს ახასიათებს. ჩვენ ვართ გუნდი, ჩვენ გვაქვს პირდაპირი კომუნიკაცია საზოგადოებასთან, ყველაზე მნიშვნელოვანია 2020 წლის საარჩევნო პროგრამა, რომლითაც საზოგადოების წინაშე წარვდგებით, პასუხობდეს ყველა გამოწვევას, ესაა ამოცანა."- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
იგივე კითხვაზე პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე პასუხობს, რომ: "ცვლილებები ყოველთვის ხდებოდა ჩვენი ხელისუფლების პირობებში და ამ ცვლილებებს ყოველთვის ჰქონდა თავისი რაციონალური არგუმენტები", - განცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ოპოზიციას კი მიაჩნია, რომ ივანიშვილი სამთავრობო ცვლილებებს განახორციელებს, ოღონდ არა გუნდის გაჯანსაღების და უფრო კომპეტენტური ადამიანების მოყვანის მიზნით, არამედ იმისთვის, რომ მისმა ახალმა სამთავრობო გუნდმა 2020 წლის არჩევნები ნებისმიერი ხერხით მოაგებინოს და ხელისუფლება შეანარჩუნებინოს. ხოლო თუ ამ პოსტზე გიორგი გახარია დაინიშნა, ოპოზიცია ვარაუდობს, რომ ეს „ოცნებას" საბოლოოდ ჩაძირავს.
ანალიტიკოსები კი „რეზონანსთან" ამბობენ, რომ დიდი ალბათობით, შესაძლოა 2020 წელს ქვეყანას კოალიციური მთავრობა ჰყავდეს, რადგანაც „ოცნება" საპარლამენტო არჩევნებში უმრავლესობით ვეღარ გაიმარჯვებს. ამიტომაც, ყველა ის მინისტრი ვინც ცვლილებების შემთხვევაში დაინიშნებიან, 1-წლიანი მინისტრები იქნებიან. ამიტომაც ასეთ მოკლე დროში თანამდებობაზე ყოფნას რა აზრი და ეფექტი ექნება, გაუგებარია. ისინი ასეთ მოკლე დროში რადიკალურ ცვლილებებს ვერ შეძლებენ.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ გიორგი გახარიას პრემიერად დანიშვნა და სამთავრობო ცვლილებები 20-21 ივნისის მოვლენებმა შეაფერხა და დროში გაწელა. მისი თქმით, გარკვეული დროა იმისთვის საჭირო, რომ გახარიას გაპრემიერება უმტკივნეულოდ მოხდეს.
ძაბირაძე ამბობს, რომ თუ ხელისუფლებას აქვს რაიმე კონკრეტული სამოქმედო გეგმა, მაშინ ახლა სამთავრობო ცვლილებების აზრი აქვს. თუ არადა, მაშინ გაზაფხულზე უნდა მოხდეს, სადაც მინისტრთა კაბინეტი საზოგადოებას უკვე 2020 წლის საპარლამენტო არცევნების შემდგომ გასაკეთებლ საქმეზე დაელაპარაკება, რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ კი „ოცნება" უმრავლესობით კვლავ მოვა.
„გახარიას ირგვლივ სიტუაცია რომ ჩაცხრეს და ის პრემიერი გახდეს, დრო სჭირდება. თუმცა, სექტემბერი ან ოქტომბერი რამდენად საჭირო პერიოდია, ვერ გეტყვით. არ არის გამორიცხული სექტემბრიდან პოლიტიკური მოვლენები ისევ გააქტიურდეს. ახლა მთავარია რა უნდა ბიძინა ივანიშვილს და რა აქვს მას 2020 წლისთვის ჩაფიქრებული. თუ მას სჭირდება შეუპოვარი და მკაცრი ხელი, რა თქმა უნდა, გახარიას პრემიერად ვიხილავთ.
"როგორც ვანო მერაბიშვილი სჭირდებოდა სააკაშვილს, ისევე სჭირდება ივანიშვილს გახარია. მისი გაპრემიერება ოპოზიციისთვის მწვავე ნიშანი იქნება იმის, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებით გაბრაზებულები თუ ქუჩაში გამოსვლას მოისურვებენ, იგივეს მიიღებენ, რაც 20 და 21 ივნისს მიიღეს. ამიტომ, სამთავრობო ცვლილებებით უკვე გამოჩნდება რა გზას დაადგება ივანიშვილი", - აცხადებს ძაბირაძე „რეზონანსთან".
ანალიტიკოსი ლევან ალაფიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ საზოგადოებაში დაგროვილი პრობლემების და ხელისუფლების მიმართ არსებული უარყოფითი დამოკიდებულების შესამცირებლად, სამთავრობო გზით ცვლილებებით სიარული, „ოცნების" ხელისუფლებას სააკაშვილის მმართველობის პერიოდიდან აქვს გადმოღებული.
თუმცა, მსგავსი ტაქტიკის გამოყენებისას, რამდენად წარმატებულები იყვნენ წინა ხელისუფლების წარმომადგენლები, ესეც უნდა გავიხსენოთ. გარდა მაგისა, ალაფიშვილი ამბობს, რომ როდესაც წელიწადნახევარია დარჩენილი საპარლამენტო არჩევნებამდე, წინ მძიმე შემოდგომა და ზამთარი გაქვს, ხელისუფლება ამ ცვლილებებით ფონს ვერ გავა.
„არც ის არის გამორიცხული, რომ შემოდგომაზე თუ სიტუაცია კვლავ კრიზისში შევა, მაშინ იავნიშვილი ვადამდელ საპარლამენტო არჩევნების სცენარისკენ ქვეყანას წაიყვანს. თუმცა ეს ხელისუფლებას რომ 20 ივნისამდე ექნა, კიდევ მის სასარგებლოდ შედეგი შეიძლება დამდგარიყო, მაგრამ ახლა, როდესაც მომავალი საარჩევნო სისტემა გაცხადებულია, საპარლამენტო არჩევნების ვადმდელი დანიშვნა რევოლუციის ტოლფასი იქნება, რომელსაც თავად ეს ხელისუფლება მოაწყობს.
"რაც შეეხება გახარიას გაპრემიერებას, როგორც ვიცით მას „ოცნების" შიგნითვე დიდად არ წყალობენ. ამიტომ მისი დანიშვნა საკმაოდ რთული საკითხი იქნება და გუნდშივე დაპირისპირებას გამოიწვევს. არ ვიცი ეს რამდენად აწყობს ივანიშვილს. იქნებ იმიტომაც სჭირდება, რომ რეალურად ქვეყანაში ხელოვნური პრობლემები შექმნას და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებამდე მივიდეთ. ან კიდევ იმისთვის, რომ მისი დახმარებით და მკაცრი ხელით წინასაარჩევნოდ პოლიტიკური ველი გაწმინდოს", - აცხადებს ალაფიშვილი „რეზონანსთან".
წყარო რეზონანსიскачать dle 11.3
></div>
 
  
  
        
        
        <div class=3 653 / 27 აგვისტო 2019
Загрузка...
სხვა სიახლეები
Загрузка...
კომენტარები