ნანუკა ჟორჟოლიანი „რუსთავი 2“-ში დარჩენილ მაია ასათიანს მიმართავს

Загрузка...
„ნანუკას შოუს“ წამყვანი ნანუკა ჟოროლიანი „რუსთავი2“-ზე დარჩენილ პროფილის წამყვანს, მაია ასათიანს ჩვენი გამოცემის საშუალებით მიმართავს და წარმატებებს უსურვებს.
„მინდა „პრაიმტაიმის“ საშუალებით მივმართო მას, სადაც არ უნდა იყოს, როგორც არ უნდა იყოს, მას ყველაზე მაღალ რეიტინგს ვუსურვებ. თბილ მოკითხვას ვუთვლი და ბევრს ვკოცნი“ - ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი.

შეგახსენებთ, რომ 18 ივლისს რუსთავი 2-ის ახალმა დირექტორმა, პაატა სალიამ არხიდან საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე, გადაცემა განსხვავებული აქცენტების წამყვანი ეკა კვესიტაძე, ნანუკას შოუს წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი და რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის მოადგილე გიორგი ლაფერაშვილი გაუშვა. სამსახურიდან მათ გათავისუფლებას საინფორმაციო გადაცემების ჟურნალისტები შეუერთდნენ. ამის შემდეგ გასართობი გადაცემების წამყვანებმაც დატოვეს რუსთავი 2.

დღეს კი ცნობილი გახდა, რომ მაია ასათიანის „პროფილის“ გუნდი შვებულების დასრულების შემდეგ „რუსთავი 2“-ში დაბრუნდა. „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით არხზე „კურიერის“ გუნდიდან ასევე დარჩა ორი ცნობილი სახე - ნანა ინწკირველი და ანუკა ქინქლაძე.
წყარო

 скачать dle 11.3
></div>
 
  
  
        
        
        <div class=6 666 / 26 აგვისტო 2019
Загрузка...
სხვა სიახლეები
Загрузка...
კომენტარები