სასწრაფოდ: ამ წუთებშ ცნობილი ხდება ბიძინა ივანიშვილის მოულოდნელი გადაწყვეტილება

Загрузка...
გასულ კვირას შს მინისტრი გიორგი გახარია ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნად დაინიშნა. ამბობენ იმასაც, რომ გახარიას ივანიშვილი პრემიერ-მინისტრად ამზადებს, ამ და სხვა საკითხებზე დეპუტატ დავით ჭიჭინაძეს ვესაუბრეთ:

- გახარია ჭკუას ასწავლის ყველას. ეტყობა, აკლია აუდიტორია, ჭკუა რომ ასწავლოს და პარლამენტში ვარჯიშობს. შს სამინისტრო იმიტომ გავყავით, რომ უშიშროება და პოლიცია ცალკე ყოფილიყვნენ, რომ ეს სამინისტრო მონსტრად არ ჩამოყალიბებულიყო. ახლა გახარიას დავუქვემდებარეთ პროკურატურაც, სუს-იც, საგარეო და ფინანსთა სამინისტროებიც და მივიღეთ გაუგებარი წარმონაქმნი. ერთიმინისტრი დავნიშნეთ მდივნად და მაშინ, როცა ნომინალური პრემიერი გვყავს, გამო­ვიდა, რომ ის არის ხელმძღვანელი და რეალურად მას დავუქვემდებარეთ უსაფრთხოების საბჭო.

- თქვენი აზრით, რატომ სარგებლობს გახარია ივანიშვილის ასეთი ნდობით?
- გახარიამ უამრავი შეცდომა დაუშვა.­ სამინისტროში მისი მოსვლის შემდეგ წარმოიშვა ყველა დღევანდელი პრობლემა. ჩავარდნილი ოპერაციებიც მისკისერზეა. 

- თქვენი აზრით, აპირებს თუ არა ივანიშვილი გახარიას პრემიერად დანიშვნას?
- პრემიერად რომ დანიშნონ, საერთაშორისო პარტნიორებთან უნდა შეათანხმონ, მათ კი ეტყობათ, რომ გახარიასთან ურთიერთობის დიდი სურვილი არა აქვთ. ის არ იწვევს სიმპათიას, მათთვის ბახტაძე უფრო მისაღებია. როცა პრემიერ-მინისტრად ამზადებენ ვინმეს, მას ჯერ უცხოეთში­ სხვადასხვა შეხვედრაზე გზავნიან. ეტყობა, გახარიას ლობისტიც ვერ უპოვეს, რომელიც მას უცხოეთში მხარს დაუჭერს, თორემ აქამდე უნდა გვენახა მისი ვოიაჟები, შეხვედრები უცხოელებთან და მისი ქება-დიდება

დავით ჭიჭინაძეფოტო: დავით ჭიჭინაძეfb
- თავის დროზე უცხოეთში ვოიაჟებით არც ბახტაძე გამოირჩეოდა...
- ბახტაძე ფინანსთა მინისტრობის პერიოდში დაჰყავდათ და ეტყობოდა, რომ პრემიერად ამზადებდნენ. მაგალითად, აშშ-ში სხვადასხვა ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა. ივანიშვილს გახარია პრემიერად არ სჭირდება, ამ თანამდებობაზე მას ჰყავს­ ე.წ. ვირტუალური პირი, "პრემიერი გამოძახებით". როცა დაავალებენ, იმ დროს არის პრემიერი, სინამდვილეში კი ყველა სამინისტრო ახლა გახარიას დაუქვემდებარა.­ 

- გახარიას დაწინაურებით ივანიშვილი ცდილობს ძალოვანი უწყებების გაძლიერებას?
- გახარიას დანიშვნით ძალოვან უწყებებს გააძლიერებს კი არა, დაასუსტებს­. გახარიას თავის თანამშრომლებშიც კი არა აქვს მაღალი რეპუტაცია, მათ ის არ დაუნიშნავთ­. ის ამბების მიტანამ დააწინაურა. როდესაც ადამიანი უცხო გარემოში ხვდება, ეტყობა, ძალაუფლების ჟინი იზიდავს და სწორედ ამიტომაც უშვებს ამდენ შეცდომას. გახარია სულ სკანდალშია გახვეული. როგორც ეკონომიკის მინისტრს, თითი თითზე არ დაუკარებია. შეგიძლიათ ნებისმიერ პოლიციელს ჰკითხოთ და გეტყვით, რომ შს მინისტრობის პერიოდშიც­ მისი განცხადებები არაადეკვატურია. კრიმინოგენულ სიტუაციას შეხედეთ, იპარავენ მანქანებს, ნაწილებს ხსნიან, ბანკებს ძარცვავენ და თურმე ეს მეთოდოლოგიის ბრალი ყოფილა. მკვლელობებიც გახშირდა, ამაზე ამბობენ, თითქოს წინა ხელისუფლებას სამალავი ჰქონდა და დახოც­ილებს იქ მალავდა. სამაგიეროდ, ივანიშვილთან ენის მიტან-მოტანა სხვებზე კარგად გამოსდის.

- როგორც ამბობენ, ამა თუ იმ პირზე ივანიშვილს არასწორ ინფორმაციას აწვდიან...
- თუ ის სწორ ინფორმაციას ვერ იღებს,­ მისი პრობლემაა. მისი გემოვნება ყველა მიმართულებაში აცდენილია საზოგადოებისას.скачать dle 11.3
></div>
 
  
  
        
        
        <div class=4 210 / 14 აგვისტო 2019
Загрузка...
სხვა სიახლეები
Загрузка...
კომენტარები