ამ წუთებში ცნობილი ხდება იმ ბიზნესმენის ვოანობა ვინც რუსთავი 2ს ყიდულობს ამას ვერავინ წარმოიდგენდით

Загрузка...
ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი ვანო ჩხარტიშვილის მეშვეობით „რუსთავი 2“-ს ყიდულობს, - ამის შესახებ Presa.ge-ს წყარომ აცნობა.
ივანიშვილი დიქტატურის გამტკიცებას ჩვეული მეთოდებით აგრძელებს. ოლიგარქი, რომლისთვისაც პრიორიტეტი მხოლოდ საკუთარი ინტერესები და პირადი გავლენის ზრდაა, ყველა სფეროში შეღწევას მაფიოზურ საქმიანობაში პარტნიორი კადრების მეშვეობით ცდილობს.
ამ ეტაპზე რიგში „ურჩი“ მედიასაშუალებები, უპირველესად კი, წინააღმდეგობის მთავარი ბასტიონი, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ია.
ჩვენი ინფორმაციით, ივანიშვილს, „რუსთავი 2“ საზოგადოებისათვის კარგად ცნობილი უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ანტიგმირის, ვანო ჩხარტიშვილისთვის უნდა.
ვანო ჩხარტიშვილი, რომელიც ოლიგარქის დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის ბიზნესპარტნიორია, ივანიშვილის მიერ შექმნილ მრავალ კორუფციულ სქემაში მონაწილეობს (სიგარეტის ბიზნესი, გადაზიდვის სერვისი,პორტები და ა.შ).
სწორედ ჩხარტიშვილი ყიდულობს „რუსთავი2“-ს ქიბარ ხალვაშისგან, ივანიშვილის დავალებით.
სქემა ასეთია: ტელეკომპანიას იყიდის კომპანია, რომლის მეწილე იქნება ივანიშვილის ოჯახის ან კლანის რომელიმე წევრი. 
ოლიგარქის ეს მეთოდი ცნობილია და მისთვის ჩვეული ქმედებაა, რომლის მეშვეობითაც ის უკვე წლებია სახელმწიფოს აკონტროლებს.
ამ მეთოდით ივანიშვილი ქვეყნის საბოლოო უზურპაციას გეგმავს.
შეგახსენებთ, ქიბარ ხალვაშმა დღეს გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ ტელეკომპანიას ყიდის „გამჭვირვალე კონკურსის წესით მასზე, ვინც ყველაზე მაღალ ფასს გადაიხდის“.
შევარდნაძის კორუმპირებული ხელისუფლების სიმბოლოს, ვანო ჩხარტიშვილის ქონება 700 მილიონ დოლარზე მეტია, რომლის დიდი ნაწილი მან ივანიშვილის კორუფციულ სქემებში მომაწილეობით, 2012 წლის შემდეგ დააგროვა.
წყარო პრესა.ჯიскачать dle 11.3
></div>
 
  
  
        
        
        <div class=8 318 / 12 აგვისტო 2019
Загрузка...
სხვა სიახლეები
Загрузка...
კომენტარები