ინფორმაცია, ამ წუთბში ვრცელდება კახა კალაძე პრემიერ მინისტრად ინიშნება?! (რას ფიქრობთ ამაზე გამოხატეთ თქვენი რეაქცია კომენტარებში)

Загрузка...
„ისეთი საღი აზროვნების პოლიტიკოსს, როგორიც კალაძეა, არ მგონია, რომ ერთი წლის გამო პრემიერ-მინისტრად გახდომის ინტერესი ჰქონდეს“, – ასე ეხმიანება პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე მედიაში გავრცებულ ინფორმაციას მოსალოდნელ სამათავრობო ცვლილებებზე და იმაზე, რომ ახალ მთავრობაში პრემიერ-მინისტრის თანამდებობა შეიძლება კახი კალაძემ დაიკავოს.
„კახი კალაძე ქალაქის მერობას რომ დათანხმდა, ალბათ სამომავლოდ სხვა პოლიტიკურ პერსპექტივებზე ექნებოდა გათვლა, რაც ბუნებრივია; მაგრამ დღეს, როცა ასე იცვლება მოვლნები და განწყობები ქვეყანაში, არ მგონია მას პრემიერ-მინისტრობის ინტერესი ჰქონდეს. თანაც ის არის არჩეული მერი და ვადის ამოწურვამდე თითსაც ვერ დაადებენ. 
„ამიტომ არ ვფიქრობ, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ერთწლიანი ციკლით მისთვის მიმზიდველი იყოს. კალაძე არ არის სულსწრაფი ფიგურა და 2020 წლის არჩევნების შემდეგ, როცა ახალი ციკლი დაიწყება, ალაბთ იფიქრებს მყარ პოლიტიკურ კარიერაზე.
„საერთოდ, არასერიოზულად მიმაჩნია დღეს საუბარი სამთავრობო ცვლილებებზე და უფრო მგონია, რომ ამ ხმებს ვიღაც ავრცელებს, ვისაც რაღაც ინტერესი აქვს, რადგან ტყუილად ჭორებს დღეს არავინ იწყებს. ამიტომ არ ვიზიარებ მოსაზრებას არც სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით და არც იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი შეიძლება დაბრუნდეს პრემიერ-მინისტრად”, – განაცხადა „რეზონანსთან“ რამაზ საყვარელიძემ.скачать dle 11.3
></div>
 
  
  
        
        
        <div class=5 708 / 12 აგვისტო 2019
Загрузка...
სხვა სიახლეები
Загрузка...
კომენტარები