Loading...

რა განცხადებას ავრცელებს ნიკა გვარამიას მეუღლე

Loading...
ნიკა გვარამიას მეუღლე, სოფია ლილუაშვილი პროკურატურის მიერ ნიკა გვარამიასთვის ბრალის წაყენებას ეხმაურება და ამბობს, რომ აღნიშნული საქმის წარმოება ბიძინა ივანიშვილის პირადი შურისძიებაა.ლილუაშვილის თქმით, მის მეუღლეს იმაში ედავებიან, რომ მან შვილების ბინა გაყიდა და აღებული ფული კომპანიას მოახმარა.
„ნიკა გვარამია, ჩემი მეუღლე, დღეს არის ერთადერთი მტერი ბიძინა ივანიშვილის, ერთადერთი ადამიანი, რომელსაც ვერ მოერია სიტყვით, რომელიც ვერ შეაშინა. ვფიქრობ, რაც ხდება, ხდება მხოლოდ იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილმა ვერ მოინელა ის, რომ ამდენი სირთულის შემდეგ, ჩემი ქმარი ისევ დგას ფეხზე, ისევ აქვს ბრძოლის უნარი და ისევ არ ნებდება. ედავებიან მხოლოდ იმას, რომ მან საკუთარი შვილების ბინა გაყიდა და ეს თანხები მოახმარა კომპანიას, რომლის არსებობაც იმ მომენტისთვის იყო აუცილებელი ქვეყნის გადასარჩენად,“ – ამბობს სოფია ლილუაშვილი.
ცნობისთვის, პროკურატურა ნიკა გვარამიას საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება, რაც საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას გულისხმობს ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. скачать dle 11.3
> </div>
 
  
  
        
        
        <div class= 1 670 / 10 აგვისტო 2019"
Loading...
სხვა სიახლეები
Загрузка...
კომენტარები