სასიხარულო ინფორმაცია მთელი საქართველოსთვის, ახლახან გავრცელდა

Загрузка...
სწო­რი და მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბის შე­დე­გად შე­იძ­ლე­ბა, რომ ლარ­ში იპო­თე­კუ­რი სეს­ხე­ბის პრო­ცენ­ტი კი­დევ უფრო დაბ­ლა ჩა­მოვ­წი­ოთ და იყოს თუნ­დაც 6%, - ამის შე­სა­ხებ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა მა­მუ­კა ბახ­ტა­ძემ მთავ­რო­ბის სხდო­მის და­წყე­ბამ­დე გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე სა­ბან­კო რე­გუ­ლა­ცი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი კი­თხვის სა­პა­სუ­ხოდ გა­ნა­ცხა­და. მი­სი­ვე თქმით, სეს­ხებ­ზე ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა მხო­ლოდ სეს­ხის გა­ცე­მას არ გუ­ლის­ხმობს.„ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის სეს­ხე­ბი იპო­თე­კა­ზე ხელ­მი­საწ­ვდო­მი იყოს. ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა მარ­ტო იმას არ გუ­ლის­ხმობს, რომ სეს­ხი გა­ი­ცეს. ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა გუ­ლის­ხმობს, რომ სეს­ხის პი­რო­ბე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად კომ­ფორ­ტუ­ლი იყოს. იპო­თე­კუ­რი სეს­ხე­ბი ლარ­ში ორ­ნიშ­ნა ციფ­რი იყო და შემ­დეგ გა­მოჩ­ნდა 7% - იანი სეს­ხე­ბი ლარ­ში. პი­რა­დად ჩემი მო­საზ­რე­ბაა, რომ სწო­რი და მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბის შე­დე­გად შე­იძ­ლე­ბა, რომ ეს პრო­ცენ­ტი კი­დევ უფრო დაბ­ლა ჩა­მოვ­წი­ოთ და იყოს თუნ­დაც 6%. სამ­შე­ნებ­ლო სექ­ტორს რაც შე­ე­ხე­ბა, ეროვ­ნულ­მა ბან­კმა შეც­ვა­ლა მიდ­გო­მე­ბი და მე მო­ვის­მი­ნე კო­მერ­ცი­უ­ლი ბან­კე­ბის შე­ფა­სე­ბა ამ სა­კი­თხზე. რაც შე­ე­ხე­ბა ზო­გა­დად სა­ცა­ლო ვაჭ­რო­ბას, ბუ­ნებ­რი­ვია, ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ვა­კე­თოთ იმის­თვის, რომ შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბი და გა­ყიდ­ვე­ბის ის ტემ­პი, რო­მე­ლიც იყო. თუმ­ცა მაკ­რო­ე­კო­ნო­მი­კუ­რი გა­და­სა­ხე­დი­დან ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ სეს­ხე­ბის დიდი ნა­წი­ლი მი­დი­ო­დეს მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნეს­ზე. მინ­და მო­გი­წო­დოთ, ნა­ხოთ ბოლო პე­რი­ო­დის დი­ნა­მი­კა, რო­გორ შე­იც­ვა­ლა ბიზ­ნე­სის დაკ­რე­დი­ტე­ბა, რო­მე­ლიც მნიშ­ვენ­ლოვ­ნა­დაა გაზ­რდი­ლი, ვიდ­რე სა­ცა­ლო დაკ­რე­დი­ტე­ბა,“ - გა­ნა­ცხა­და მა­მუ­კა ბახ­ტა­ძემскачать dle 11.3
></div>
 
  
  
        
        
        <div class=2 038 / 09 აგვისტო 2019
Загрузка...
სხვა სიახლეები
Загрузка...
კომენტარები