სამწუხარო ინფორმაცია სრულიად საქართველოსთვის

Загрузка...
როგორც მოსალოდნელი იყო, 2019 წლის ივლისში რუსეთიდან ტურისტების რაოდენობის შემცირება ტურიზმიდან შემოსავლებზეც აისახა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ტურიზმის სექტორმა ეკონომიკაში 58 მლნ აშშ დოლარით ნაკლები შემოსავალი შეიტანა, - ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.მისი თქმით, რეალური დანაკლისი გაცილებით მეტია, იმის გათვალისწინებით, რომ ტურიზმის სექტორის ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი ორნიშნა იყო.
„აღნიშნული ტენდენცია 2019 წლის 6 თვის მაჩვენებლის შესწავლითაც კარგად ჩანს. მიმდინარე წლის ივნისის ბოლომდე ქვეყანამ ტურიზმიდან 95 მლნ აშშ დოლარით მეტი მიიღო, რაც 7 %-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე,“ - განაცხადა ქვრივიშვილმა.
მარიამ ქვრივიშვილის თქმით, რუსეთიდან პირდაპირი რეგულარული ფრენების შეჩერებამ, რუსი ტურისტების დიდი ნაწილის შემცირება და შესაბამისად, შემოსავლების კლება გამოიწვია. ქვრივიშვილის გათვლებით, 2019 წლის ივლისში საქართველომ 44,3 მლნ აშშ დოლარით ნაკლები შემოსავალი მიიღო რუსი ტურისტებისგან, ვიდრე 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში, თუმცა თუ საპროგნოზო ზრდის ტემპს გავითვალისწინებთ, დანაკარგი გაცილებით მეტია.
„44,3 მლნ აშშ დოლარის ოდენობის დანაკარგი ნიშნავს, რომ მცირე და საშუალო სასტუმროებს, კაფე-რესტორნებს, ტუროპერატორებს, ტურისტული სერვისების მიმწოდებლებს და სხვ. მინიმუმ, თანხების ეს რაოდენობა დააკლდათ“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.






скачать dle 11.3
></div>
 
  
  
        
        
        <div class=21 643 / 07 აგვისტო 2019
Загрузка...
სხვა სიახლეები
Загрузка...
კომენტარები