"ჩემი 7 თვის შვილი იმიტომ მოვკალი... " 16 წლის დედის სკანდალური აღიარება სასამართლო პროცესზე რატომ მოკლა მან 7 თვის შვილი?

Загрузка...
კასპის რაიონის სოფელ აღაიანში 7 თვის ჩვილის მკვლელობისთვის დაკავებულ არასრულწლოვანი დედის საქმეზე სასამართლო დახურულ სხდომათა რეჟიმში მიმდინარეობს.როგორც „პრაიმტაიმს“ მოკლული ბავშვის მამის ნათესავი უყვება, დახურულ სხდომაზე არასრულწლოვანმა დედამ მკვლელობის მოტივად საკუთარ მშობელზე ანგარიშსწორება დაასახელა.


-ვინაიდან სასამართლოზე დახურული სხდომები იმართება, ჩვენ ვერ ვესწრებით, მაგრამ გამოჟონილი ინფორმაციით, ბავშვის დედამ მკვლელობის მოტივად საკუთარი დედის გამწარება დაასახელა.
მკველობაში ბრალდებული 16 წლის გოგონას მშობელი კი ამბობს, რომ ის კარგი დედა იყო და შვილს უშლიდა იმას, რაც მისაღები არ არის. სასამართლოზე მის უფლებებს სახაზინო ადვოკატი იცავდა. ახლა ოჯახმა სხვა ადვოკატი აიყვანა, საქმეში ორი არასამთავრობო ორგანიზაციაც ჩაერთო, – ამბობს ოჯახის ახლობელი.
„პრაიმტაიმის“ რესპონდენტის ინფორმაციით, ადვოკატი მოკლული ბავშვის მამასაც ჰყავს აყვანილი. უფლებადამცველს იმ შემთხვევაში მიმართავს, თუ მის წინააღმდეგ საქმე არასრულწლოვანთან სექსუალური ურთიერთობის ბრალდებით აღიძრება.
დანაშაული 21 მაისის გამთენიისას მოხდა. როგორც ცნობილი გახდა, 16 წლის გოგომ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, 7 თვის შვილი გვიან ღამით საწოლში გაგუდა და სახლიდან გაიქცა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით დაიწყო, რაც უმწეო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.скачать dle 11.3
></div>
 
  
  
        
        
        <div class=3 479 / 05 აგვისტო 2019
Загрузка...
სხვა სიახლეები
Загрузка...
კომენტარები