Loading...

ამას არავინ ელოდა გიორგი გახარიას საქციელმა ყველა გააკვირვა რა მოხდა საერთაშორისო კონფერენციაზე მისმა თავმდაბლობამ და უბრალოებამ უცხოელებიც კი გააოგნა

Loading...
სოციალურ ქსელში გავრცელებულ შს მინისტრის ფოტოს, რომელზეც გიორგი გახარია თბილისში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე კართან დგას, საზოგადოების მხრიდან არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. "კადრში აშკარად ჩანს მინისტრის უბრალოება და თავდაბლური ქმედება:_ წერს სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებელი.
ერთ-ერთმა ორგანიზატორმა განცხადებით, კონფერენციაზე შს მინისტრი მიწვეული იყო და ღონისძიებაზე დასასწრებად, მისთვის ადგილიც იყო განკუთვნილი.
„დღევანდელ კონფერენციას 400 სტუმარი ესწრებოდა. მათ შორის, ხელისუფლების წარმომადგენლებიც და რა თქმა უნდა, შს მინისტრი გიორგი გახარია. ღონისძიება დაწყებული იყო, როდესაც შს მინისტრი დარბაზში დაგვიანებით შემოვიდა. ამ დროს, მომხსენებელი სიტყვით გამოდიოდა, მინისტრმა უხერხულობას თავი აარიდა და სანამ გამომსვლელმა საუბარი არ დაასრულა, მისთვის განკუთვნილ ადგილზე მისვლა საჭიროდ აღარ მიიჩნია, ამიტომ, მისივე სურვილით, კარებთან დადგა და მომხსენებლებს იქიდან უსმენდა“, – განუცხადა „კვირას“ ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის წარმომადგენელმა თამარ ხორბალაძემ.
ცნობისათვის, დღეს „თბილისი – რუმსში“, ორდღიანი კონფერენცია დაიწყო. კონფერენცია, სახელწოდებით „მსოფლიო თავდაყირა 2018“, მაკკეინის ინსტიტუტი საერთაშორისო ლიდერობისთვის და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ორგანიზატორობით გაიმართა.
скачать dle 11.3
> </div>
 
  
  
        
        
        <div class= 2 767 / 04 აგვისტო 2019"
Loading...
სხვა სიახლეები
Загрузка...
კომენტარები