Loading...

ვახტანგ კიკაბიძის სკანდალური განცხადება

Loading...
ვახტანგ კიკაბიძესთან ინტერვიუ გამოაქვეყნა რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის პროექტმა „კრიმ. რეალიიმ“ (Крым.Реалии). ცნობილი ქართველი მომღერალი მიესალმა უკრაინის პრეზიდენტად ვოლოდიმირ ზელენსკის არჩევას და მას „ახალი სისხლი“ უწოდა. ვახტანგ კიკაბიძემ ასევე ვრცლად ილაპარაკა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე, ვლადიმირ პუტინზე, ბიძინა ივანიშვილზე და 20 ივნისის საპროტესტო აქციაზე. გთავაზობთ ინტერვიუს მოკლე ვერსიას.
რატომ გადაწყვიტა მოსკოვმა ჯარების საქართველოში შეყვანა, რა იყო ამის მიზეზი ან მიზანი?
იმიტომ რომ (ხუმრობით ვამბობ), ჩვენ, ორივე, მართლმადიდებელი ხალხი ვართ. ...საერთოდ, მიმაჩნია, რომ საზიზღარი სცენარი აქვს პუტინს. დაიწყო აფხაზეთში. რუსეთი რატომღაც ფიქრობს, რომ აფხაზეთი ცალკე რესპუბლიკაა. ასე არაა. აფხაზეთი საქართველოს რეგიონია, როგორც კახეთი, როგორც იმერეთი. ოდესღაც ევგენი პრიმაკოვსაც კი ვკითხე, ევგენი მაქსიმის ძევ, აი, რად უნდათ ეს სამხრეთ ოსეთი-მეთქი. იმან კიდევ მითხრა, რომ დაივიწყოთ ფიქრი აფხაზეთზეო. ერთმანეთს კარგად ვიცნობდით, თბილისელი იყო. ეს რაიონი, რომელსაც სამხრეთ ოსეთი უწოდეს, არანაირი ოსეთი არ არის. ესაა საქართველოს ცენტრი და მას სამაჩაბლო ეწოდება, სადაც ახლა მავთულხლართებია გაბმული და რომელსაც ყოველ ორ-სამ დღეში რამდენიმე მეტრით წინ გადმოსწევენ ხოლმე. ასეთი მცოცავი ოკუპაცია მიმდინარეობს. იქ ცხოვრობს ხალხი. ნაწილი ღობის აქეთაა, ცოლის საფლავი კი იქით დარჩა, ეკლესიაც იქითაა, გესმით? მათი ბაღები, მიწები, სადაც ხნავდნენ, შრომობდნენ, ასევე იქით მოექცა.



ყველა პოლიტოლოგი ამბობდა, რომ ყველაფერი მიდიოდა იქით, რომ მისი ტვინი მუშაობდა საბჭოთა კავშირის აღდგენაზე და ჩვენზე გადატყდა ჯოხი, მერე ეს ყველაფერი გადავიდა მოლდავეთში და კიდევ სადღაც სხვაგან, შემდეგ უკრაინაში. ეს წმინდა წყლის ოკუპაციაა! ინტერვენციაა! ძალიან ღიზიანდებიან, როცა ოკუპანტებს ეძახიან, მაგრამ ასეა, ვერსად გაექცევი ამას.
ყველამ იცის, რომ დონბასში, უკრაინაში ომობენ რუსი სამხედროები, რუსეთის არმია. როგორ ფიქრობთ, რატომ არ ესწრაფვის პუტინი ამ ომის დასრულებას? რა მიზანი აქვს უკრაინაში?
იქ ახალი სინდრომი გაჩნდა, მე ასე ვფიქრობ. ის ძალიან განიცდის იმას, რომ ვერ დგას იმ ქვეყნების პირველ რიგში, რომლებიც მსოფლიოს პოლიტიკას უკარნახებენ, და არასწორი პოზიცია შეარჩია - დაიწყო ყველას დაშინება. ამ ქვეყნებს ის ვერ შეაშინებს, რადგანაც, პირველ ყოვლისა, ბევრად უკეთესი ტექნოლოგიები აქვთ და, საერთოდაც, ყველაფერი სხვაგვარადაა... ასეთი დიდი ქვეყანაა რუსეთი, მდიდარიცაა, კარგი, საინტერესო ისტორიით, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყანა უნდა იყოს, სიკეთისა და კეთილმეზობლობის თვალსაზრისით, აქ კიდევ ყველაფერი პირიქითაა.
მოდი, ვილაპარაკოთ საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე. ერთ-ერთ ინტერვიუში შენიშნეთ, რომ გაკვირვებული იყავით იმით, რომ ქუჩაში ამდენი ახალგაზრდა გამოვიდა. რატომ მიიღო ამდენმა ახალგაზრდამ მონაწილეობა ამ საპროტესტო გამოსვლებში?
იმიტომ რომ, ამ დელეგაციაში იყო ადამიანი, რომლის გვარსაც ყველა იცნობდა და რომელიც მხარს უჭერდა და მონაწილეობდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოწყვეტაში... ძალიან საინტერესო დეპუტატია მართლმადიდებელი კომუნისტი გავრილოვი! ახალგაზრდობამ დაინახა, რომ ზის პარლამენტში, - მეტიც, ზის სპიკერის სავარძელში. ამ ახალგაზრდობამ იცის, რომ 30-40 კილომეტრში, გორთან ახლოს, ხერგილები დგას, საზღვარი დიდი ხნის გადმოწეულია, იქიდან იტაცებენ ადამიანებს და 1000 რუბლს ითხოვენ გამოსასყიდს და ეს უბედური, ნახევრად მშიერი ხალხიც იძულებულია გადაიხადოს... ამიტომაც გამოვიდნენ და სწორადაც მოიქცნენ. მეც რომ ვიყო 20, 30, 40 წლის, იქ ვიდგებოდი დღე და ღამე. ყველა გავიდა ქუჩაში, ჩემი უფროსი შვილიშვილიც იქ იყო. ამ რაოდენობის ახალგაზრდა არ მინახავს არასოდეს. ბევრი სხვადასხვაგვარი მიტინგი გამართულა თბილისში, მაგრამ ასეთი არ მინახავს. ახლა ვიღაც იმედოვნებს, რომ დაიშლებიან... არ დაიშლებიან, ვიდრე არ დაკმაყოფილდება მათი ბოლო მოთხოვნა, მოაშორონ შს მინისტრის თანამდებობიდან ეს გახარია, რადგანაც ის, რაც 20 რიცხვში მოხდა, თუ ვინმეს არ უნახავს, უმჯობესია არც ნახოს, იმდენი სისხლი იყო.
ბიძინა ივანიშვილმა ბევრი წელი იმუშავა რუსულ „გაზპრომში“*, ახლა ხელმძღვანელობს მმართველ პარტიას, „ქართულ ოცნებას“. ხომ არ ფიქრობთ, რომ აქ რუსეთის უფრო მეტი ინტერესია, ვიდრე საქართველოსი?
როგორც კი მოვიდა, სწორედ ეს ვთქვი ჩემს წრეში. რამდენი წლის წინ იყო, აღარც მახსოვს. არ მინდა ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ მას მე ვუწოდებ „საქართველოს პარლამენტის დირექტორს“.
როგორ ახსნით, რომ „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დემოკრატიის გზაზე დადგომის არაერთი მცდელობის შემდეგ, ხალხმა საკმაოდ მშვიდად მიიღო ივანიშვილის პრორუსული პოლიტიკა?
იმიტომ რომ, მან ამ ყველაფრის გაკეთება დაიწყო ჩუმად, ნელ-ნელა... საზოგადოება გახლიჩა ორ ნაწილად. ერთ მხარესაა მისი ხალხი, რომლებსაც მისცა სამუშაო. ბევრ მათგანს საერთოდ არანაირი შეხება არ აქვს იმ პროფესიასთან, რომელზეც ისინი დაინიშნენ, რადგანაც სამსახურის შოვნასთან დაკავშირებით დიდი გაჭირვებაა, მას კი ამით ჰყავს ისინი დაჭერილი. მეორე ნაწილი კი ისაა, რომლებსაც ის არ უყვართ და ლანძღავენ.
ივნისის მოვლენების შემდეგ როგორი დამოკიდებულებაა რუსი ტურისტებისადმი?
შესანიშნავი! შესანიშნავი! საქართველო ძალიან სტუმართმოყვარე ქვეყანაა! ეს ჩვენი მინუსია, პირადად მე ასე მიმაჩნია. საქართველო ყოველთვის ინტერნაციონალური ქვეყანა იყო. ძალიან ბევრი რუსულენოვანი ადამიანი ცხოვრობდა და დღემდე ცხოვრობს საქართველოში. აქ რუსი ხალხისადმი ძალიან კარგი დამოკიდებულებაა! კრემლის პოლიტიკისადმი კი ძალიან ცუდი დამოკიდებულებაა და აქ ის ვერაფერსაც ვერ გააწყობს, თუ ყველას არ დახოცავს. ეს უკვე სხვა საქმეა.
როგორ გესახებათ საქართველოსა და რუსეთის მომავალი ურთიერთობა, შესაძლებელია თუ არა ეროვნული შერიგება?
თუ მთავრობა შეიცვლება, რა თქმა უნდა...


წყარო რადიო თავისუფლებაскачать dle 11.3
> </div>
 
  
  
        
        
        <div class= 1 148 / 04 აგვისტო 2019"
Loading...
სხვა სიახლეები
Загрузка...
კომენტარები