ამ წუთებში ვრცელდება ზაალ უდუმაშვილის პირველი კომენტარი ნიკა გვარამიას დაკავებასთან დაკავშორებით

Загрузка...
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წევრი, ზაალ უდუმაშვილი სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის ყოფილი დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავებას არ გამორიცხავს.„ამ ხელისუფლების პირობებში არაფერს გამოვრიცხავ. ბუნებრივია, ახლა ივანიშვილს შურისძიება სურს, რადგან ნიკა გვარამიამ მოსვენება არ მისცა მას მთელი 7 წლის განმავლობაში. ასე რომ, არაფერია გამორიცხული. ყველა ხვდება, რომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რა მუხლს წაუყენებენ ნიკა გვარამიას. ეს არის პირდაპირ პოლიტიკური დევნა იმ ადამიანის, რომელიც მთელი 7 წლის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ფიგურა იყო საქართველოში, რომელიც იბრძოდა, იბრძვის და დარწმუნებული ვარ განაგრძობს ბრძოლას ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ. ეს არის ერთადერთი მოტივი, რის გამოც ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა ნიკა გვარამიას დასჯა. ეს არის პირდაპირი განაცხადი, რომ ქვეყანაში პოლიტიკური დიქტატურა მყარდება, რადგან ვხედავთ, როგორ განვითარდა მოვლენები ბოლო ერთი თვის განმავლობაში. პოლიტიკოსების ნაწილი ციხეშია, ნაწილი სამაჯურით სახლშია გამოკეტილი, დაახლოებით, 20-მდე სრულიად აპოლიტიკური ადამიანი, რომელიც რუსულ ოკუპაციას აპროტესტებდა რუსთაველზე, ციხეში გამოკეტეს", - განაცხადა უდუმაშვილმა.скачать dle 11.3
></div>
 
  
  
        
        
        <div class=4 229 / 03 აგვისტო 2019
Загрузка...
სხვა სიახლეები
Загрузка...
კომენტარები