"შენ პატარას ხო არ ურიკინებ რამე აკეთეთ თქვე შობელძღლებო"

Загрузка...
"სხვის სექსზე საუბარს, ჯობია, საქმეს მიხედოთ"-აცხადებს  პარტია "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარე გოგი წულაია ხელისუფლების მისამართით. ის პრემიერ მინისტრ მაია ცქიტიშვილს ურჩევს,  პოლიტიკური განცხადებების კეთების ნაცვლად დაწყებული სამუშაოები დაასრულონ. საქმე ეხება ქუთაისში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ  სამუშაოებს.გოგი წულაიამ გუგუნავას ქუჩაზე აქცია გამართა და გაჭიანურებული სამუშაოები გააპროტესტა.
"ეს არის უზნეობა, რაც გუგუნავას ქუჩაზე ხდება. მხოლოდ 15 ადამიანი მუშაობს ამხელა ქუჩაზე, რომელიც მთელ დასახლებას ემსახურება და ისინიც იშვიათად არიან აქ. 15 000 ადამიანს მოუწყვეს ჯოჯოხეთი, ვაჭრობა შეუმცირდა აქ არსებულ ბიზნესს, რომელსაც საგადასახადო აწუხებს. ეს არის დანაშაული ხალხის წინაშე. მოვუწოდებ ინფრასტრუქტურის მინისტრს მაია ცქიტიშვილს, პოლიტიკური განცხადებების კეთებას და სხვის სექსზე საუბარს, მთელი ქვეყანა რომ გადარიეთ, ჯობია, დაწყებული საქმე დაასრულოთ. ყველაფერს აქვს დასასრული და ქუთაისში გზების სამუშაოებს არა", - განაცხადა გოგი წულაიამ.
მისი თქმით, გადათხრილი გზის გამო ქუჩაზე არსებულმა ბიზნეს ობიექტებმა მომხმარებლები დაკარგეს. გოგი წულაიამ ხელისუფლებას სამუშაოების დროულად დასრულებისკენ მოიწოდა, წინაადეგ შემთხვევაში, აცხადებს, რომ აქციები გაგრძელდება. პროტესტს გამოთქვამენ ქუჩაზე არსებული ბიზნესობიექტების წარმომადგენლები.
​​​скачать dle 11.3
></div>
 
  
  
        
        
        <div class=505 / 03 აგვისტო 2019
Загрузка...
სხვა სიახლეები
Загрузка...
კომენტარები