მოულოდნელი გადაწყვეტილება ამას არავინ ელოდა რას აპირებს ივანიშვილი სექტემბერში?

ერთ-ერთი ვერსიით, პრემიერის პოსტზე ბახტაძე შესაძლოა, აშშ-ში საქართველოს ელჩმა დავით ბაქრაძემ ჩაანაცვლოს, თუმცა ჩვენს ხელთ არსებული ინფომაციით, ამის შესახებ გადაწყვეტილება საბოლოოდ არ არის მიღებული, ანუ მიუხედავად იმისა, რომ ბაქრაძე, როგორც ელჩი, აშშ-დან გამოწვეული იქნება, მისი პრემიერად დანიშვნაზე თავად ივანიშვილი ჯერ ჩამოყალიბებული არ არის.
ამასთან, კულუარებში ამბობენ, რომ პრემიერობის ერთ-ერთი კანდიდატი შესაძლოა, ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი იყოს, რომელიც ივანიშვილის ნდობის აღჭურვილ პირად ითვლება, თუმცა ამის მიუხედავად, ცქიტიშვილის კანდიდატურას თავად „ოცნების“ ის გუნდი არ უჭერრს მხარს, რომელსაც ივანიშვილთან ყველაზე ახლო ურთიერთობა აქვს.
სხვათა შორის, იმის თაობაზე, რომ შემოდგომაზე, უფრო ზუსტად, სექტმბრის ბოლოს მინისტრთა კაბინეტი დიდი ალბათობით შეიცვლება, მინიშნება გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ედპ-ს თავმჯოდმარე ბაჩუკი ქარდავამაც გააკეთა.
„სულ ვიმეორებ და კიდევ ერთხელ დავწერ: ქვეყანაში გაფორმდა კრემლიდან მართული დიქტატურა! ჩვენ ვხედავთ უკიდურესად შეურაცხყოფილ საქართველოს მოქალაქეს და თავხედ დიქტატორს, რომელიც გუდავს თავისუფლებას! ისმის კითხვა, რა ვქნათ? პასუხი ერთია – ჩვენი ვალია, შევთახმდეთ და გავუწიოთ მოქალაქეების ამ გულწრფელი პროტესტის გამოხატვას ორგანიზება შემოდგომაზე, რუსთაველის გამზირზე! ივანიშვილი მთავრობის გაშვებას აპირებს სექტემბერში, ეს ანკესია, პრობლემა თვითონ ივანიშვილია! არა ივანიშვილს!“ – დაწერა ქარდავამ სოციალუ ქსელში.
მინისტრთა კაბინეტის გადაყენება ივანიშვილის მხიდან ბრძოლის ამ რაუნდის გადაგორების მცდელობა იქნება. მისთვის მთავარი პოლიტიკური პასუხისმგებლობის თავიდან აცილებაა

სხვა სიახლეები
კომენტარები