ძალიან საინტერესო ინფირმაცია როგორ გადაურჩა ნიკა გვარამია პატიმრობას

Загрузка...
პროკურატურამ „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი  ნიკა გვარამია გამოკითხვაზე დაიბარა. გავრცელებული ინფორმაციით, მას დიდი ოდენობით თანხების მითვისება-გაფლანგვას ედავებიან. თუმცა, გვარამიას მიმართ ეს არ არის პირველი სახელმწიფო ბრალდება. 7 წლის წინ, ხელისუფლების ცვლის შემდეგ, ის ერთ-ერთი პიონერი იყო ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებისგან, რომელიც პროკურატურამ დააპატიმრა.„რუსთავი 2-ის“ ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ფინანსური მაქინაციისდა საბუთების  გაყალებების ბრალდებით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 2012 წლის 19 დეკემბერს დააკავა.  მასთან  ერთად  დააკავეს ფინანსთა  ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური, ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე კახა დამენია, „თელასის“ გენერალური დირექტორი დევი კანდელაკი და შპს „ელ ენდ ეფ სერვისის“ დამფუძნებელი გიორგი ნემსიწვერიძე.
გამოძიება  ამბობდა, რომ  ენერგეტიკის ყოფილ მინისტრ მინისტრ ალექსანდრე ხეთაგურთან ენერგოკომპანიების „ხრამჰესი-1“, „ ხრამჰესი-2“,  შპს „მტკვარი ენერგეტიკისა“ და  რუსული კომპანია „ინტერ რაოეს“ წარმომადგენელ  ვადიმ მიტიუშინსჰქონდა მოლაპარაკებები, რათა თავი აერიდებინა ათეულობით მილიონის საბიუჯეტო გადასახადს. გამოძიების ვერსიით გარიგებაში მონაწილეობდა დევი კანდელაკიც , რომლმაც ხეთაგურს 1 მილიონი დოლარი შესთავაზა, რათა თავიდან აეცილებინა საგადასახადო შემოწმება. გამოძიების ინფორმაციითვე ნიკა გვარამია დაუკავშირდა მის მეგობარ გიორგი ნემსიწვერიძეს, რომელმაც შექმნა საკონულტაციო კოპმპანია „ელ ენდ ეფ სერვისის“, სწორედ ამ კომპანიის ანგარიშზე უნდა გადარიცხულიყო ალექსანდრე ხეთაგურისთვის განკუთვნილი 1 მილიონი დოლარი.
ნიკა გვარამიას გასათავისუფლებლად თავდებობის სურვილი რამდენიმე დეპუტატმა გამოთქვა. თბილისის საქალაქო სასამართლომ გვარამიას, ხეთაგურს, კანდელაკს და დამენიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30-30 ათასლარიანი გირაო შეუფარდა.
მოგვიანებით ნიკა გვარამია და მასთან ერთად ბრალდებულები სასამართლომ ყველა ბრალდებაში გაამართლა.скачать dle 11.3
></div>
 
  
  
        
        
        <div class=853 / 02 აგვისტო 2019
Загрузка...
სხვა სიახლეები
Загрузка...
კომენტარები