პროფილი ეთერში აღარ გავა? მაი ასათიანის პირველი კომენტარი გადაცემის დახურვასთან დაკავშირებით

Загрузка...
მოსალოდნელი ცვლილებების და გადანაწილებების ფონზე, დარჩება თუ არა მაია ასათიანის საავტორო გადაცემა „პროფილი“ „რუსთავი 2“-ზე, – ვითარებაში გასარკვევად „პრაიმტაიმი“ გადაცემის ავტორს დაუკავშირდა.
მაია ასათიანის თქმით, ძირეული ცვლილებები, ან გადაცემის დახურვა არ იგეგმება. პირიქით, ის მაყურებელს არაერთ სიახლეს ჰპირდება.
„ყოველ ახალ სეზონზე პროფილი ეთერს იწყებს განსხვავებული ფორმატით. სოციალური თემატიკა არის ჩვენი გადაცემის მთავარი პლაცდარმი, რითაც დაიმკვიდრა მაყურებლის სიყვარული. აქედან გამომდინარე, ალბათ, მაყურებელს ახსოვს ის სეზონი, როცა პროფილის ფორმატი რადიკალურად შევცვალეთ, ის ცნობილი პრომო, როცა გრიმს ვიშორებ და გრიმის გარეშე მიმყავს გადაცემა.
წელსაც ბევრ სიახლეს ვპირდებით მაყურებელს. მაუწყებლობის მე-12 წელია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გადაცემა რეიტინგულია და ყურებადი. ყოველ წელს მაყურებელს ვხვდებით განახლებული შინაარსით.
მართალია, სიახლეებზე დეტალებს ვერ დავაკონკრეტებ, მაგრამ მაყურებელს ბევრ სიურპრიზს ვპირდებით“, – აცხადებს მაია ასათიანი.
შეგახსენებთ, რომ ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემა „ნანუკას შოუ“ მისი ეთერში გასვლიდან მე-10 წელს დასრულდა და ის ახალ სატელევიზიო სეზონზე მაყურებლის წინაშე სულ სხვა გადაცემით წარდგება.
წყარო: “პრაიტაიმი” ავტორი: თამარ ბუჩუკური
             primetime.geскачать dle 11.3
></div>
 
  
  
        
        
        <div class=3 524 / 31 ივლისი 2019
Загрузка...
სხვა სიახლეები
Загрузка...
კომენტარები