საქმე ისაა, რომ აფხაზეთი ძალიან პატარაა, სამხრეთ ოსეთში 2-3 სოფელია, უკრაინის ტერიტორიული დანაკარგი საქართველოს დანაკარგს ვერ შეედრება

Загрузка...
ქართველი მომღერალი, ვახტანგ კიკაბიძე 2014 წელს ყირიმში მომხდარ მოვლენებს “რუსეთის მიერ ნახევარკუნძულის ოკუპაციად” აფასებს.როგორც კიკაბიძემ „კრიმ. რეალიის“ განუცხადა, მომხდარში „არავითარი ისტორიული სამართლიანობა არ არის“.
„ეს წმინდა წყლის ოკუპაციაა. ამაში არანაირი ისტორიული სამართლიანობაა. თუ რუსეთისთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ მომხდარი ოკუპაციად არ შეეფასებინათ, სახლში უნდა ყოფილიყვნენ, ესაუბრათ მცოდნე ადამიანებთან, გესმით. მე ბავშვობიდან ვიცოდი, რომ ყირიმი – უკრაინაა“, – აცხადებს მომღერალი.
ამასთან, მისი თქმით, უკრაინის ტერიტორიული დანაკარგი საქართველოს დანაკარგს ვერ შეედრება, ამიტომ უკრაინელები ამას არ შეეგუებიან.
„საქმე ისაა, რომ აფხაზეთი ძალიან პატარაა, სამხრეთ ოსეთში 2-3 სოფელია, აქ სხვა საუბარია. უკრაინელები ნაციონალისტები არიან, ეს მათ სისხლშია, ისინი ხელებს მარტივად არ ჩამოუშვებენ. ეს უნდა ესმოდეთ. ის, რომ ჩვენთან უარესი ვითარება იქნება, ეს ქართველებმა ვიცით, უკრაინასთან კი ხუმრობა არ შეიძლება“, – აღნიშნა ვახტანგ კიკაბიძემ.скачать dle 11.3
></div>
 
  
  
        
        
        <div class=1 295 / 31 ივლისი 2019
Загрузка...
სხვა სიახლეები
Загрузка...
კომენტარები