ვინ არის 22 წლის ბიჭი კახეთიდან, რომელმაც დღეს კურორტ ახტალაში თავი მოიკლა

Загрузка...
ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც დღეს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, 22 წლის გიორგი მაისურაძეა.ის გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში ცხოვრობდა. თანასოფლელები მას კეთილშობილ და მშრომელ ახალგაზრდად ახასიათებენ.
ახლობლების ინფორმაციით, ის თბილისში, სხვა თანასოფლელ ახალგაზრდებთან ერთად საზამთროს ყიდდა.
ოჯახის წევრები ყვებიან, რომ დღეს დილით, მან სახლი ყოველგვარი აღელვების გარეშე დატოვა.
„გვითხრა, მეგობართან სტუმრად მივდივარო, ნერვიულობის არაფერი ეტყობოდა“, - თქვა გარდაცვლილის მამამ, კობა მაისურაძემ.

შეგახსენებთ, დღეს, გურჯაანში კურორტ „ახტალას“ ტერიტორიაზე ხეზე ჩამოკიდებული ახალგაზრდა მამაკაცი გამვლელმა ნახა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.скачать dle 11.3
></div>
 
  
  
        
        
        <div class=1 700 / 31 ივლისი 2019
Загрузка...
სხვა სიახლეები
Загрузка...
კომენტარები