ვინ არის თუშეთის გზაზე დაკარგული 17 წლის ბიჭი, რომელსაც მაშველები სამი დღეა დაეძებენ

Загрузка...
მეგობრული, კეთილი და შრომისმოყვარე - ასე ახასიათებენ თუშეთის გზაზე, ავტოკატასტროფის დროს დაკარგულ 17 წლის ლევან შაბალაიძეს ახლობლები და მეგობრები.
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანის საჯარო სკოლა ლევანმა წელს დაასრულა. ქვემო ალვანის გარდა, მეზობელ სოფლებში მცხოვრებ თანატოლებთანაც კი მეგობრობდა.
მამამისი, შალვა შაბალაიძე ხელოსანი კაცი იყო. ჩეჩნეთის რესპუბლიკის დედაქალაქ გროზნოში, ის სეზონურ სამუშაოებზე დადიოდა. ლევანმა მამისგან ხელობა ისწავლა და საკუთარი ხელით ყველაფრის კეთება შეეძლო - უყვება „პრაიმტაიმს“ შაბალაიძეების ოჯახის ახლობელი, დავით ლაგაზიძე.
ახლობლები ამბობენ, რომ ლევანს ცხენოსნობა უყვარდა და ტურისტების მომსახურებასთან დაკავშირებით, საკუთარი გეგმებიც ჰქონდა.
ავტოკატასტროფაში დაიღუპა მისი თორმეტი წლის ძმაც. შაბალაიძეების ოჯახის სამმა წევრმა, სოფელ ბეღელაშიათნიგენობის დღესასწაულზე, სადაც ლევანის მამა, ეგრეთ წოდებული შულტა - სტუმრების მოთავე მასპინძელი უნდა ყოფილიყო, ვეღარ მიაღწია.
ავტოსაგზაო შემთხვევა, ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე, 27 ივლისს მოხდა. სატვირთო ავტომანქანა, რომელსაც 12 მგზავრი თუშეთის მიმართულებით გადაჰყავდა, ხევში გადავარდა. ხუთმა მგზავრმა მანქანიდან გადახტომა მოასწრო, დანარჩენები სატვირთოსთან ერთად, 200 მეტრის სიმაღლიდან ხევში გადაცვივდნენ. ხუთი გარადაცვლილი მაშველებმა იმავე დღეს ამოიყვანეს, მეორე დღეს, მათ კიდევ ერთ გარდაცვლილს მიაგნეს. მეშვიდე მგზავრის, 17 წლის ლევან შაბალიაძის სამძებრო სამუშაოებს სამაშველო სამსახური ხვალ დილიდან განაახლებს.
 
 წყაროскачать dle 11.3
></div>
 
  
  
        
        
        <div class=3 503 / 30 ივლისი 2019
Загрузка...
სხვა სიახლეები
Загрузка...
კომენტარები