Loading...

16 წლის მოზარდი, რომელიც ამბროლაურიდან გაფუჭებული რეანომობილით ქუთაისში ძლივს გადაიყვანეს, კომაშია

Loading...
მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის თბილისის 124-ე საჯარო სკოლა აქვეყნებს ამბავს, რომელიც მათ მოსწავლეს გადახდა თავს. 16 წლის ლუკა ფოფხაძე ამჟამად უმძიმეს მდგომარეობაშია და თბილისში მკურნალობს, თუმცა იმის გამო, რომ ამბროლაურში გამოძახებული რეანომობილი ცუდ მდგომარეობაში იყო და გზაში გაფუჭდა, მოზარდს მძიმე გართულებები დაეწყო.გაეცანით გამოქვეყნებულ პოსტს:
„ამბროლაურის საავადმყოფოში სავარაუდოდ მწვავე ვირუსით, საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში 16 წლის მოზარდი მიიყვანეს. ადგილობრივი ექიმების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მისი მდგომარეობიდან შედარებით გამოყვანა და დასტაბილურება შეძლეს, თუმცა მისი თბილისში გადაყვანა გახდა საჭირო. გამოიძახეს რეანომობილი, რომელიც ლენტეხიდან წამოვიდა !!! მანქანა საკმაოდ ცუდ მდგომარეობაში იყო და რამდენიმე საათი დაჭირდა ადგილზე მისვლას… ბავშვი წაიყვანეს სუნთქვის აპარატზე შეერთებული… მანქანა შაორთან გაფუჭდა, აპარატიც გაითიშა, ბავშვი ხელოვნური სუნთქვით აცოცხლეს ტყიბულის საავადმყოფომდე, თუმცა უჟანგბადობის გამო ტვინი გაეთიშა… ტყიბულში უკვე სხვა რეანომობილი გამოიძახეს, თუმცა მძიმე მდგომარეობის გამო ის უკვე ქუთაისში წაიყვანეს… დღეს ის კომაშია, უმძიმეს მდგომარეობაში, სამწუხაროდ, გადარჩენის შანსი მინიმალურია…
ლუკა ჩვენი სკოლის მოსწავლეა და მას ჩვენი გვერდში დგომა სჭირდება, მეგობრებო გთხოვთ ილოცოთ ლუკასთვის. ამ ეტაპზე მხოლოდ ეს შეგვიძლია, რომ მისთვის გავაკეთოთ და ეს ცოტა არაა.
ღმერთი მოწყალეა და ჩვენ გვჯერა სასწაულების“.скачать dle 11.3
> </div>
 
  
  
        
        
        <div class= 1 053 / 29 ივლისი 2019"
Loading...
სხვა სიახლეები
Загрузка...
კომენტარები