გივი სიხარულიძე სკანდალურ განცხადებას ავრცელებს "დედას მოვუ***ავ მაგათ რაა.. მთავრობას ფეხებზე კიდია საქართველო და ქართველი ერი"

Загрузка...
ურეკი-შეკვეთილის ტერიტორიაზე მდებარეობს ადგილი, რომელსაც ლაგუნა შეკვეთილს ეძახიან. აქ რამდენიმე ათეული ოჯახი ცხოვრობს, ძირითადად „კუროტნიკები“. მოსახლეობამ დაახლოებით 15 წლის წინ ბეტონის გზა დააგო. დაახლოებით ერთი წლის წინ კი ლაგუნა შეკვეთილში მუშები მივიდნენ, გზაზე დაგებული ბეტონის ფილები აყარეს, ახალი უნდა დავაგოთო და წავიდნენ. გავიდა დრო, მაგრამ ახალი გზის გამკეთებლები არ გამოჩნდნენ. მოსახლეობამ მიმართა გამგეობას – გზა გაკეთდებაო, – კიდევ ერთხელ დააიმედეს, თუმცა დღემდე არაფერი შეცვლილა.რა მდგომარეობაა და ჩვენმა სახელმწიფომ და იმ კორპორაციამ, რომელმაც ეს თავის თავზე აიღო და ვინც მოიგო ეს ტენდერი, მასხრად აგვიგდეს და სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, გადაგვიარეს. ჩვენ გვთვლიან ცხოველებად, არაადამიანებად, წრუწუნებად, ეს მართლა წრუწუნები, ეს ნაგვები მერე მაგათთვის მოვიცლი და თბილისს გამოვიყვან იმისთვის, რომ მთელმა საქართველომ გაიგოს როგორ აფარებს ხელს ვიღაც ვირთხებს ჩვენი მთავრობა. დედას მოვუ***ავ  მაგათ რაა.._ სამუშაოები არ დაუწყიათ? არაფერი გაკეთებულა?
_ საერთოდ არაფერი.. მასხრად აგვიგდეს, მასხრად.. მეტი რა გითხრათ? მე აუცილებლად გამოვიყვან პროგრესულ ხალხს, რომ დავანახოთ საქართველოს რანაირი ნაძირლების ხელშია ჩვენი ქვეყანა. თქვენ ვერ ხედავთ, რომ მოსახლეობა მასხრად არის აგდებული ყველგან? რომ ადამიანებად არ გვთვლიან? როგორც უნდათ, ისე გვექცევიან, იმიტომ, რომ მთავრობა არ დგას თავის ადგილას და ფეხებზე კიდია საქართველო და ქართველი ერი.
_ გაზმომარაგება?
_ რის გაზმომარაგება რას ამბობთ კაცო.. გახრწნილმა ადამიანებმა ფული გააკეთეს და მასხრად აგვიგდეს. მე აუცილებლად მაგათ წინააღმდეგ გამოვიყვან ხალხს. დედას ვუტირებ.
_ პირველ რიგში ვისთან გაქვთ პრეტენზია?
_ ვინც ეს ტენდერი მოიგო და ვინც ეს არ გააკეთა. მერე რა თქმა უნდა, მახარაძეა თუ ოზურგეთი, იმის გამგებელთან და ყველასთან, გუბერნატორთან და ყველასთან. ესენი ყოფილან გათახსირებული ხალხი. ბანდიტების ხელშია საქართელო.скачать dle 11.3
></div>
 
  
  
        
        
        <div class=6 373 / 27 ივლისი 2019
Загрузка...
სხვა სიახლეები
Загрузка...
კომენტარები