ჟურნალისტები, რომლებიც რუსთავი 2 ტოვებენ და ნიკა გვარამიას ახალ არხზე მიყვება, ვინ გაყვება „რუსთავი 2-დან“ ნიკა გვარამიას ახალ ტელევიზიაში

Загрузка...
ნიკა გვარამიას მიერ დაანონსებულ ახალ ტელევიზიაში გადასვლაზე კონკრეტული პოზიცია რუსთავი 2-ის ჯერ არცერთ ჟურნალისტს არ დაუფიქსირებია. მიუხედავად იმისა, რომ ტელეკომპანიის ყოფილ დირექტორს ახალ ტელევიზიაში ძველი გუნდის იმედი აქვს, გამოკვეთილი პასუხი საჯაროდ არავისგან მიუღია.
„პრაიმტაიმმა“ „რუსთავი 2“ -ის რამდენიმე ჟურნალისტი ჩაწერა და მკითხველს მათ პოზიციას შესთავაზებს:



„ჩვენთვის მთავარია სარედაქციო დამოუკიდებლობაა. ვაკეთოთ ის საქმე როგორც ვაკეთებდით. ჩვენი მთავარი მიზანია ქვეყანაში გავაშუქოთ მოვლენები ისე, როგორც ვითარდება. აქედან გამომდინარე, ჩვენი მიზანი სწორედ ესაა. ამ ეტაპზე ჩვენ ვრჩებით „რუსთავი 2“ -ში და ვიბრძვით სიტყვის დამოუკიდებლობისთვის და თუ ამ ღირებულებებს საფრთხე შეექმნება, რა თქმა უნდა, ჩვენ ბრძოლას გავაგრძელებთ“ - განაცხადა „პრაიმტაიმთან“ ჟურნალისტმა დიანა ჯოჯუამ.



„ამაზე შეფასებები ცოტა ნაადრევია. ამ ინფორმაციის შესახებ თქვენთან ერთად, „ფეისბუქ პოსტით“ გავიგეთ და სერიოზულად მეც არ დავფიქრებულვარ. იმ შემთხვევაში თუ „რუსთავი 2“-ის სარედაქციო დამოუკიდებლობაზე გარანტიას ვერ მივიღებთ, ტელევიზიას დავტოვებ. გადავალ თუ არა და სად, ეს ჯერ არ ვიცი“ - უთხრა პრაიმტაიმს კურიერის ჟურნალისტმა პაატა იაკობაშვილმა.



„მიუხედავად იმისა, რომ არსებობს გარკვეული შემოთავაზებები, ყველანი საერთო გადაწყვეტილებით ვაგრძელებთ „რუსთავი 2“-ზე მუშაობას, მანამ სანამ მოგვცემენ იმ სარედაქციო პოლიტიკის და იმ თავისუფალი აზრის გამოხატვის საშუალებას როგორც აქამდე ვმუშაობდით. ასე რომ, ტყუილი იქნება ჩემი მხირდან, რომ ვემზადები სადმე გადასასვლელად. მე ვმუშაობ „რუსთავი 2“-ში, ეს ჩემი სახლია. თუ ვინმე ჩემს სიუჟეტში ჩარევას გადაწყვეტს, ბუნებრივია მივიღებ შესაბამის გადაწყვეტილებას და მოვძებნი ჩემს ახალ სამსახურს“- ამბობს ჟურნალისტი თეა ადეიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ - ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ახალი არხის შექმნას აანონსებს. კონკრეტული დეტალები უცნობია, თუმცა გვარამია სოციალურ ქსელში წერს, რომ ეს იქნება „ქვეყნის მთავარი ტელევიზია, მთავარი და საუკეთესო. უკეთესი, ვიდრე ნებისმიერი სხვა. უკეთესი, ვიდრე ის, რომელიც აქამდე ყველაზე საუკეთესო მგონია.“ გვარამია წერს იმასაც რომ უკვე არსებობენ ინვესტორები თუმცა ახალი ტელევიზიის დასახმარებლად საჯარო კამპანიას დაიწყებს.
წყარო


скачать dle 11.3
></div>
 
  
  
        
        
        <div class=2 432 / 26 ივლისი 2019
Загрузка...
სხვა სიახლეები
Загрузка...
კომენტარები