ირაკლი ოქრუაშვილის პირველი კომენტარი დაკავების შემდეგ

Загрузка...
პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა, რომელიც გუშინ დააკავეს, დღეს საპატიმროდან წერილი გამოაგზავნა. მისი გზავნილი პოლიციის მთავარი სამმართველოდან მისმა ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა გაახმოვანა. „ივანიშვილის ხელისუფლებიდან მოშორებისთვის თუ საჭიროა ციხეში ვიჯდე, ვიჯდები იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც მომიწევს. ციხიდან არანაკლებ გავაგრძელებ მისი ხელისუფლების ნგრევას და არ დავუთმობ არც „რუსთავი 2“ -ს და ვერც სხვა საქმეებზე გამაჩერებს“, - წერს ირაკლი ოქრუაშვილი.
საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი და პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით 25 ივლისს დააკავეს.
20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ირაკლი ოქრუაშვილი 23 ივლისს მოწმის სტატუსით, მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხა. ამ საქმეზე გამოიკითხნენ ოპოზიციის სხვა ლიდერებიც, მათ შორის ბაჩუკი ქარდავა, გიორგი ბარამიძეგიგი უგულავახატია დეკანოიძე და გუბაზ სანიკიძე
20 ივნისს პარლამენტთან მშვიდობიანი აქციის შემდეგ, მომიტინგეების ნაწილმა შენობაში შეჭრა შტურმით სცადა. სპეცრაზმმა აქციის დაშლა დაიწყო და რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები. შედეგად საავადმყოფოში გადაიყვანეს 240 ადამიანი, მათგან 80 სამართალდამცველი, 4 ადამიანს თვალი დაუზიანდა, ერთმა მოქალაქემ და ერთმა სამართალდამცველმა კი დაკარგა.
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა. ამ ფაქტს საპროტესტო აქციების ტალღა და პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გადადგომა მოჰყვა. 
20-21 ივნისის აქციების საქმის გამოძიების დასრულებამდე შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსს უფლებამოსილება შეუჩერდა.
ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ „რუსთავი 2“-ის მესაკუთრეა. 18 ივლისს ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორად პაატა სალია დანიშნა, რომელმაც ამ პოზიციაზე ნიკა გვარამია შეცვალა. მანამდე სტრასბურგის სასამართლომ გააუქმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შემაჩერებელი მექანიზმი. 
წყარო imedinews.geскачать dle 11.3
></div>
 
  
  
        
        
        <div class=818 / 26 ივლისი 2019
Загрузка...
სხვა სიახლეები
Загрузка...
კომენტარები