სასიხარულო ინფორმაცია ქართველი ემიგრანტებისთვის

Загрузка...
„გერმანიაში 6-7 თვეში ამოქმედდება კანონი, რომელიც საშუალებას მისცემს მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს, ლეგალურად დასაქმდნენ გერმანიაში.“
 - ამის შესახებ საქართველოს ელჩმა გერმანიაში ელგუჯა ხოკრიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.ელჩის თქმით, შესაძლებელი იქნება, რომ საქართველოს მოქალაქემ წინასწარ მოძებნოს დამსაქმებელი და შემდეგ სამუშაო ვიზა მიიღოს, ან პროფესიული გადამზადების კურსები მოიძიოს და მიიღოს შესაბამისი განათლება, ან სულაც გერმანიაში იმყოფებოდეს ექვსი თვის მანძილზე და ადგილზევე მოძებნოს სამუშაო.
ელგუჯა ხოკრიშვილმა, ასევე ისაუბრა საზაფხულო დასაქმებაზეც. სავარაუდო დამსაქმებლებთან დეტალების დაზუსტების შემდეგ მომავალი წლიდან შესაძლებელი გახდება სამთვიანი დასაქმება სოფლის მეურნეობის სფეროში.
„ როდესაც გერმანიაში, სოფლის მეურნეობის გარკვეულ კულტურებში მოსავლის აღების დრო მოდის, გერმანული კომპანიები ეძებენ მუშა ხელს სამი თვით. ჩვენ ახლა ვამოწმებთ, რა პირობებში მოუწევთ საქართველოს მოქალაქეებს ცხოვრება და როგორი იქნება ჯანმრთელობის დაზღვევა, ვინ გადაიხდის ტრანსპორტირების ხარჯს, როგორი იქნება მინიმალური ხელფასი ... ამ თემებზე გვაქვს კომუნიკაცია რამდენიმე კომპანიასთან, თუკი შესაბამისი კრიტერიუმებით მოხდება მუშა ხელის შერჩევა, მომავალ წელს შესაძლებელი იქნება 3000-10000 კაცამდე დასაქმდეს.“- ამბობს ელგუჯა ხოკრიშვილი.
ინტერვიუში, ელჩმა ასევე აღნიშნა, რომ ამ დროისთვის მუშაობენ გერმანიაში მიღებული კანონის გადათარგმნაზე, რათა საქართველოს მოქალაქეებს მიაწოდონ ვრცელი ინფორმაცია გერმანიაში დასაქმების შესახებ.скачать dle 11.3
></div>
 
  
  
        
        
        <div class=1 599 / 26 ივლისი 2019
Загрузка...
სხვა სიახლეები
Загрузка...
კომენტარები