სასწრაფოდ: რა ხდება TV იმედში? ჟურნალისტების ბუნტი ტელეკომპანია იმედში?!

Загрузка...
ტელეიმედის საინფორმაციო სამსახურში ვითარება დაიძაბა. წელიწადზე მეტია ამ ტელეკომპანიას მთლიანად აკონტროლებენ ლაშა ნაცვლიშვილი და ნიკა ლალიაშვილი. ისინი არიან სახელისუფლო მესიჯების და საინფორმაციო პოლიტიკის ამ ტელეკომპანიაში განხორციელების გარანტორები. ყველაზე აქტიური ამ მიმართულებით თოქშოუ “პირისპირ“ და მისი წამყვანი, ირაკლი ჩიხლაძე არიან. ეს გადაცემა და ეს წამყვანი მთლიანად და ექსკლუზიურად სამთავრობო საინფორმაციო პოლიტიკას გამოხატავს. იმ პერიოდებში კი, როცა ხელისუფლებას კრიზისი აქვს რესურსის სრული მობილიზაცია ხდება და ყველა სიუჟეტი თუ გადაცემა სამთავრობო მესიჯებით იტვირთება.
ორ დღის წინ საინფორმაციო სამსახურის ერთ–ერთ ჟურნალისტს დაევალა სიუჟეტის გაკეთება იმის შესახებ, თუ რამდენად დიდ დარტყმას აყენებს ქვეყნის ეკონომიკას პარლამენტის წინ მიმდინარე აქციები. დავალების მიხედვით სიუჟეტში მკაფიოდ უნდა ყოფილიყო ხაზგასმული, რომ ქვეყანაში ტურიზმის შემცირების და ლარის გაუფასურების მთავარი მიზეზი სწორედ სამოქალაქო პროტესტია.

ჟურნალისტმა სიუჟეტი მოამზადა, თუმცა ის ნიკა ლალიაშვილს საკმარისად მწვავედ არ მოეჩვენა და მისი კიდევ უფრო გამწვავება მოითხოვა, რაზეც ჟურნალისტმა უარი თქვა. ამის გამო ჟურნალისტი სამსახურიდან გაათავისუფლეს. საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტებს კი განუცხადეს, რომ ამიერიდან აბსოლუტურად ყველა ტექსტი ნიკა ლალიაშვილის ხელში გაივლიდა და ეთერში მხოლოდ ამის შემდეგ მოხვდებოდა. ამას ჟურნალისტების პროტესტი მოჰყვა. მათ გადაწყვიტეს განცხადება გაევრცელებინათ და პროტესტი ღიად გამოეხატათ. იმედის ჟურნალისტების განცხადების ტექსტი უმრავლესობის ერთ–ერთი ლიდერის ხელში მოხვდა, რომელმაც განგაში ატეხა და მმართველ გუნდს უთხრა, რომ რუსთავი2–ში მიმდინარე მოვლენების ფონზე იმედის ჟურნალისტების პროტესტი ხელისუფლებისთვის დიდი დარტყმა იქნებოდა. ამის შემდეგ იმედის ხელმძღვანელობამ სიტუაციის განმუხტვა და ჟურნალისტებთან მოლაპარაკებები სცადა.

როგორც ცნობილია, იმედზე უკვე რამდენიმე კვირაა საინფორმაციო სამსაურის უფროსის პოსტი ვაკანტურია. ჟურნალისტებმა მოითხოვეს, რომ ამ პოსტზე კადრი გარედან არ მოეყვანათ და საინფორმაციო სამსახურის უფროსად იმედის თანამშრომელი დაენიშნათ. ეს მოთხოვნა იმედის ხელმძღვანელობამ იმით დააკმაყოფილა, რომ საინფორმაციო სამსახურის უფროსად ირაკლი ჩიხლაძე დაინიშნა. ჟურნალისტების ნაწილისთვის მისი კანდიდატურა მიუღებელია, რადგან თვლიან, რომ ეს იგივეა, რაც ნიკა ლალიაშვილის მიერ საინფორმაციო სამსახურის სრული კონტროლი. დღეს იმედზე შიდა სიტუაციის განსამუხტად თათბირები იმართება. როგორ დასრულდება დაპირისპირება ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი არხის შიგნით, ჯერჯერობით უცნობია.   
წყაროскачать dle 11.3
></div>
 
  
  
        
        
        <div class=4 133 / 25 ივლისი 2019
Загрузка...
სხვა სიახლეები
Загрузка...
კომენტარები