Loading...

ამ წუთებში ვრცელდება ახალი დეტალები გურამიშილზენაპოვნი 2 ახალგაზრდის საქმეზე

Loading...
გურამიშვილის გამზირზე, სადაც 2 ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, საცხოვრებელი სახლიდან ლიფტამდე სისხლის კვალია, რაც ადგილობრივების ვარაუდით, მკვლელობის ახალ ვერსიას აჩენს.ამ ეტაპზე დაზუსტებით უცნობია, რა ვითარებაში და როგორ მოხდა სისხლის კვალის დატოვება აღნიშნულ მონაკვეთზე, თუმცა არსებობს ვერსია, რომ დანაშაულის გარკვეული ეპიზოდი საცხოვრებელი ბინის გარეთ განვითარდა.
ერთ-ერთი ვერსიით, დაჭრილი ახალგაზრდა გარეთ იყო გამოსული, თუმცა ლიფტთან მისვლის შემდეგ ის კვლავ სახლში დაბრუნდა.
არაოფიციალური ვერსიით, გამოძიება მკვლელობისა და თვითმკვლელობის ვერსიაზე მუშაობს. კერძოდ კი, არაოფიციალური ინფორმაცით, გარდაცვლილი ახალგაზრდებიდან ერთ-ერთს იარაღი შემთხვევით გაუვარდა, რასაც მეორე ახალგაზრდის სიკვდილი მოყვა, ამის შემდეგ კი თავი მოიკლა. ერთ-ერთ ახალგაზრდას ტყვია შუბლში აქვს მოხვედრილი. ამასთან, სამართალდამცავებმა მკვლელობის იარაღი ადგილზე იპოვეს.
 
თბილისში, გურამიშვილის 78 ნომერში 20 და 21 წლის ბიჭები ჩაცხრილეს.
მეზობლების თქმით, ერთ-ერთი მოკლული შაკო ტყემალაძეა. თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გარდაცვლილები ძმები იყვნენ, მაგრამ ახლობლები განცხადებით, მოკლულები შაკო ტყემალაძე და გურამ კოღუა მეგობრები არიან.


მათ ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობები აღენიშნებათ. ერთ ერთ მათგანს შუბლში აქვს ტყვია ნასროლი.
ცხედრები საცხოვრებელ სახლში კი მამამ იპოვა.
მეზობლებს გასროლის ხმა არ გაუგიათ, ამიტომ არსებობს ვარაუდი, რომ მკვლელი მაყუჩიანი იარაღიდან ისროდა.
მკვლელობა გურამიშვილის გამზირზე გუშინ მოხდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს
მეორე ვერსიით კი, ბინაში მყოფი ორი ბიჭიდან იარაღი ერთ-ერთს გაუვარდა, მეგობრის გარდაცვალების შემდეგ კი ბიჭმა თავი მოიკლა. აღსანიშმავია, რომ სამართალდამცავებს მკვლელობის იარაღი შემთხვევის ადგილზე დახვდათ.скачать dle 11.3
></div>
 
  
  
        
        
        <div class=184 / 25 ივლისი 2019
Загрузка...
სხვა სიახლეები
Загрузка...
კომენტარები