საგანგაშო ინფორმაცია რომელსაც რუსთავი 2 ამ წუთებში ავრცელებს

Загрузка...
საგანგაშო შედეგები - დგინდება, რომ თითქმის ყველა სამშენებლო მასალა ტყვიით არის დაბინძურებული. საგანგაშო კვლევის მიხედვით ირკვევა, რომ მავნე ნივთიერების ზღვარი დასაშვებს 200-ჯერ აღემატება. სიცოცხლისთვის საშიში აღმოჩნდა არა მხოლოდ სამშენებლო მასალები, არამედ საკვები და სათამაშოები.
ტყვიის დიდი რაოდენობა აღმოჩნდა საკვებში, მათ შორის სუნელებში, ასევე სათამაშოებში. კვლევის მიხედვით, ტყვიის დასაშვებ ზღვარზე მაღალი მაჩვენებელი აღმოჩნდა სათამაშოებიდან მანქანებში, მატარებლებში, კუბებში, ასაწყობ „ფაზლებში“. შედეგებიდან ირკვევა, რომ ნივთიერება დიდი რაოდენობით საკანცელარიო ნივთებშიც დაფიქსირდა. 

მასშტაბური კვლევა სამეცნიერო ინსტიტუტების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და რიგითი მოქალაქეების ერთობლივი ძალისხმევით ჩატარდა და შესწავლილი იქნა 300-მდე ყოველდღიური მოხმარების საგანი. ყველა ნიმუში დაბინძურებულია. კვლევის მიხედვით, ყველაზე დიდი რისკის ქვეშ არიან ის ადამიანები, რომლებიც ახლად გარემონტებულ სახლებში ცხოვრობენ. 

„ყოველ მეხუთე ნივთში, რომელთანაც შეხება აქვს მოსახლეობას, აღმოჩნდა ტყვიის ჭარბი რაოდენობა. სუნელში, ყვითელ ყვავილში 246-ჯერ მეტი იყო ნორმაზე ტყვიის შემცველობა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ სურსათის უვნებლობა ჯერ კიდევ ვერ მუშაობს ეფექტურად. 33 სინჯიდან 14-ში აღმოჩნდა ტყვია ჭარბი რაოდენობით. აღსანიშნავია ცემენტი, სამშენებლო ბლოკი, რომელიც ცემენტისგან არის დამზადებული, გაჯი, საღებავი, როგორც ინტერიერის კედლის, ასევე კარ-ფანჯრის საღებავი,“ - განაცხადა კვლევის ავტორმა, ნოდარ ყანდიაშვილმა.

ტყვიის შემცველობასთან დაკავშირებით განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა გააკეთა. დავით სერგეენკოს თქმით, ტყვიის შემცველობაზე UNICEF-თან ერთად ერთობლივი კვლევა ახლახან დაასრულდა, რომლის შედეგებს, დაახლოებით, 2 კვირაში გაასაჯაროებენ. მინისტრის განმარტებით, სამოქმედო გეგმა შეიმუშავეს, რომელშიც ჯანდაცვის უწყებას ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ექსპერტები ეხმარებოდნენ.скачать dle 11.3
></div>
 
  
  
        
        
        <div class=5 523 / 20 ივლისი 2019
Загрузка...
სხვა სიახლეები
Загрузка...
კომენტარები