ჩემი მეუღლე, ძიძა და 3 წლის ტყუპი გოგონა სასტუმროდან გამოყარეს - ბუბა კუდავა

Загрузка...
ისტორიკოსი, ბუბა კუდავა სოცილურ ქსელში ოჯახის შესახებ წერს, რომ მისი ცოლ-შვილი ყაზბეგის ერთ-ერთი სასტუმროდან გამოყარეს. მის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას უცვლელად გთავაზობთ:
„ტყუილს არ დაწერდა, ამიტომ, სხვისთვის სამაგალითოდ, შესვლა და დაბალი ქულის დაწერა კაი აზრია!
დაუჯერებელი ისტორია შეემთხვა ჩემს ცოლ-შვილს დღეს სტეფანწმინდაში.
საოჯახო სასტუმროს – Ia's GuestHouse Kazbegi მეპატრონემ, ქალბატონმა ეთერმა, სასტუმროდან გამოყარა ჩემი მეუღლე, ძიძა და 3 წლის ტყუპი გოგონა.
მიზეზი არ გაინტერესებთ? ბავშვები ხმაურობენო. ახლა მალე უცხოელებს ველოდები და ამ ხმაურის გამო ბუქინგზე უარყოფით შეფასებას დამიწერენო (!).
როცა მეუღლემ მეპატრონეს აუხსნა, რომ ასე არ მოსულა, ან, უკიდურეს შემთხვევაში, მაგიერი სასტუმრო მაინც შემოეთავაზებინა, პასუხად ასეთი ფრაზები მიიღო:
„ჩემი სახლია და წადით ჩემი სახლიდან“, „მოუსვით აქედან“, „თქვენ თვითონ შეარჩიეთ სხვა სასტუმრო“...
ქალბატონო ეთერ, დარწმუნებული ვარ, ვერ ხვდებით რა გააკეთეთ. ვერც იმას ხვდებით, რომ 3 წლის ბავშვების კისკისისა და ჟივილ-ხივილის გამო არცერთი უცხოელი უარყოფით შეფასებას არ წერს.
ვერც იმას, რომ ცხოვრებასა და ბიზნესში მთავარი რამ ადამიანისა და საქმის სიყვარულია.
რაც არ უნდა გიხსნათ, ვერაფერს გაიგებთ, რადგან თქვენ 3 წლის ორი გოგონა გამოაგდეთ სასტუმროდან.
მხოლოდ ამის შემდეგ გექნებათ შანსი, რომ რამე გაიგოთ:
1. როცა თქვენი სასტუმროს რეპუტაციაზე სათანადოდ ვიზრუნებ (გპირდებით!).
2. როცა ბავშვთა უფლებების ფეხქვეშ გათელვისთვის სათანადო პასუხს აგებთ (გპირდებით!).
ჩემო ძვირფასებო, უამრავო ნაცნობ-უცნობებო,
არასოდეს მითხოვია ჩემი პოსტების გაზიარება.
ახლა გთხოვთ.
ყველას გთხოვთ, ვისაც ჩემნაირად გსურთ, რომ ღირსეულ ქვეყანაში ვიცხოვროთ.
პატივისცემით,
ბუბა კუდავა,
#თუთამარიამი-ს მამა“ - წერს ბუბა კუდავა.
Read more at https://www.primetime.ge/news/1563474104-%E1%83%A9%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%98-%E1%83%94%E1%83%A1-%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%93%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90#Up80w9jft5A0AvlJ.99скачать dle 11.3
></div>
 
  
  
        
        
        <div class=2 650 / 18 ივლისი 2019
Загрузка...
სხვა სიახლეები
Загрузка...
კომენტარები