სასწრაფოდ! გიორგი გახარიას საგანგებო განცხადება

Загрузка...
გიორგი გახარია აცხადებს, რომ ისინი მოქმედებდნენ ლეგიტიმურად. ამ პროცესებზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო პარლამენტის თავმჯდომარემ, როცა ის გადადგა. ასევე თქვა, რომ წასვლას არ აპირებს, მხოლოდ იმ შემთხვევაში გადადგება, თუ დადგინდება, რომ პოლიციელების ქმედებაში ან მათ მიერ გამოყენებულ ტექნიკაში იყო დიდი რაოდენობით სისტემური გადაცდომები. "თქვენი მონა-მორჩილი, იმ წუთშივე ყველანაირი პრობლემის გარეშე დატოვებს თანამდებობას"- თქვა შინაგან საქმეთა მინისტრმა. 
გიორგი გახარია თვლის, რომ არც ერთი ტყვია არ ყოფილა გამოყენებული აქციაზე, რომელიც კანონით არის აკრძალული. 
"რა ბრძანებაც ან ქმედებაც არ უნდა განხორციელებულიყო ეს არის ჩემი პასუხიმგებლობის ქვეშ. ყველა იქ გამოყენებული ტყვიები სრულად შეესაბამება საქართველოს კანონს და საერთაშორისო ნორმებსაც. თუმცა არის გამოყენების ტექნიკა, რომელთა მიმართაც შეიძლება ყოფილიყო ცალკეული გადაცდომები და ეს არის გამოძიების საგანი" - განაცხადა გახარიამ.
20 ივნისს, აქციის დარბევის დროს, დაშავებულია 240 მეტი ადამიანი. ორი დაშავებული ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე იმყოფება და მათი მდგომარეობა მძიმე, ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით მხოლოდ ერთი მათგანი გახდა კონტაქტური. ორმა ადამიანმა დაკარგა თვალი, ხოლო 24 მკურნალობას გადის და უცნობია შეინარჩუნებს თუ არა 8 მათგანი მხედველობას. 
დაშავებულია 90 პოლიციელიც. შსს მინისტრს ძალის გადამეტებაში ადანაშაულებენ და მე-9 დღეა, მოქალაქეები პარლამენტის წინ მის გადადგომას ითხვენ. скачать dle 11.3
></div>
 
  
  
        
        
        <div class=2 515 / 17 ივლისი 2019
Загрузка...
სხვა სიახლეები
Загрузка...
კომენტარები