სასწრაფოდ: მთავრობის უპრეცედენტო გადაწყვეტილება სასიხარულო ინფორმაცია სრულიად საქართველოსთვის

Загрузка...
ქრონიკული დაავადების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამაში შესატანი ცვლილებების მიხედვით, პენსიონერებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს და სხვა ჯგუფებს, შეეძლებათ მედიკამენტების ერთ ლარად შეძენა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პრემიერის განცხადებით, აღნიშნული ფასი 35 მედიკამენტზე გავრცელდება, რომლებსაც მოქალაქეები 6 ქრონიკული დაავადებისას მოიხმარენ. ესენია: გულსისხლძარღვთა, ფარისებრი ჯირკვლის, ფილტვის, დიაბეტის, ეპილეფსიის და პარკინსონის დაავადებები.
„ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ გამოწვევად რჩება ის ფაქტი, რომ ჩვენი მოქალაქეების ხარჯი, ე.წ. ჯიბიდან გადახდილი ხარჯები მედიკამენტებისთვის არის ძლიან მაღალი და ჩვენ აქტიურად ვმუშაობდით, რომ ეს პრობლემა მოგვეგვარებინა. დღეს მთავრობაზე გამოგვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა - ქრონიკული დაავადების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამაში შეგვაქვს ცვლილება. დღეიდან არსებული დიფერენცირება იხსნება და სოციალურად დაუცვლელ პირებთან ერთად, ყველა ჯგუფს, პენსიონერებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს და სხვა ჯგუფებს, შეეძლებათ მედიკამენტების შეძენა ერთ ლარად. საუბარია 35 დასახელების მედიკამენტზე, რომლებიც ძირითადად მოიხმარება 6 ქრონიკული დაავადებებისას. ეს გახლავთ: გულსისხლძარღვთა, ფარისებრი ჯირკვლის, ფილტვის, დიაბეტის, ეპილეფსიის და პარკინსონის დაავადებები“, - განაცხადა პრემიერმა.
მამუკა ბახტაძე საზოგადოებას ჰპირდება, რომ ის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რათა შეჭირვებული მოქალაქეების ჯიბიდან მედიკამენტებისთვის გადახდილი ხარჯები მინიმალური იყოს.
„მე საზოგადოებას ვპირდები, რომ ჩვენ გავაგრძელებთ ძალიან აქტიურ მუშაობას იმისთვის, რომ ჩვენი შეჭირვებული მოქალაქეებისთვის, ჯიბიდან გადახდილი ხარჯები მედიკამენტებისთვის იყოს მინიმალური“, - აღნიშნა პრემიერმა.скачать dle 11.3
></div>
 
  
  
        
        
        <div class=1 620 / 17 ივლისი 2019
Загрузка...
სხვა სიახლეები
Загрузка...
კომენტარები