სასწრაფოდ: მოულოდნელი ინფორმაცია ვინ არის ვლადიმერ პუტინის დედა, რომელიც მეტეხში ცხოვრობს

Загрузка...
2000 წელს, როდესაც ვლადიმერ პუტინი რუსეთის პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი იყო, სოფელ მეტეხში მცხოვრებმა ქალმა, ვერა პუტინამ ის თავის დაკარგულ შვილს მიამსგავსა, რომელიც საქართველოში მისი ქმრის ოჯახში რამდენიმე წელი ცხოვრობდა და შემდეგ მამინაცვლის უხეში მოპყრობის გამო, ბებიასთან, რუსეთში გაამგზავრეს. ბებიას გარდაცვალების შემდეგ კი, ბიძამ ინტერნატში ჩააბარა და სწორედ აქ იკარგება პატარა ვოვას კვალი. ეს ისტორია უკვე მსოფლიოშია ცნობილი.თუმცა, ცოტას თუ ახსოვს, რომ 2000 წელს საქართველოს სამბოს ფედერაციის ხელმძღვანელი, ოლეგ იაძე ვლადიმერ პუტინთან ერთი შეხვედრის შესახებ ყვებოდა, რა დროსაც რუსეთის უშიშროების მაშინდელმა ჩინოსანმა მას გამოკითხა წარმომავლობა და უთხრა, რომ სოფელ მეტეხთან ბევრი რამ აკავშირებდა.
დღეს ოლეგ იაძე „პრაიმტაიმთან“ ამ შეხვედრას უარყოფს.
– ტყუილია ეს ყველაფერი. უბრალოდ, 1985 წელს ლენინგრადში საბჭოთა კავშირის ჩემპიონატზე გამოვდიოდი. ჩემი მეტოქე რუსი ალექსანდროვი იყო, რომელსაც ვლადიმერ პუტინი გულშემატკივრობდა ძალიან. ალექსანდროვთან ახლაც ვმეგობრობ. როცა პუტინი პრეზიდენტი გახდა, ვიცანი ის გულშემატკივარი და ალექსანდროვს ვკითხე, ის არის-თქო? მაშინაც სოლიდურად ეცვა. იმანაც დამიდასტურა. სულ ეს იყო.
– მეტეხში კიდევ სჯერათ, რომ პატარა ვოვა პუტინი, რომელიც მათ გვერდით რამდენიმე წელი ცხოვრობდა ნამდვილად რუსეთის პრეზიდენტია?
– კი სჯერათ. ცოცხლები არიან მისი კლასელებიც. პირველიდან მეოთხე კლასამდე აქ ცხოვრობდა. ქართულადაც ლაპარაკობდა.
– თქვენც გჯერათ?
– მეც მჯერა, რომ ეგ არის. მართალია, მე რომ დავიბადე, ის უკვე წასული იყო, მაგრამ ჩემი კლასელი იყო მისი ნახევარძმა ავთო, რომლის გაჩენის შემდეგაც მამინაცვალი ვლადიმერს ცუდად ექცეოდა.
– ვერა პუტინა ჟურნალისტებს ემალება და თქვენ ხომ არ იცით ამის მიზეზი?
– თვითონ მოხუცდა და ძალიან დაიღალა. შვილებიც არ ურჩევენ ამას.скачать dle 11.3
></div>
 
  
  
        
        
        <div class=3 986 / 12 ივლისი 2019
Загрузка...
სხვა სიახლეები
Загрузка...
კომენტარები