გიორგი გახარიას განცხადება "ყველაზე მარტივია ახლა ჩემთვის გადადგომა"

Загрузка...
გიორგი გახარია: ყველაზე მარტივია ახლა ჩემთვის გადადგომა და წასვლა
გიორგი გახარია - ამ აქციაზე 10 საათიდან დაახლოებით ორსაათნახევარი, ჩემი კონკრეტული ბრძანებით, არცერთ პოლიციელს არანაირი სპეციალური საშუალება არ გამოუყენებია, ერთადერთი მიზეზით - მათ ჰქონდათ კონკრეტული ბრძანება, მხოლოდ და მხოლოდ ცოცხალი ჯაჭვით დაეცვათ პარლამენტის შენობა და დაეცვათ ამ ხალხის ჯანმრთელობა.
რა მოხდა ამ ორსაათნახევრის განმავლობაში? იმ პოლიტიკოსების და სისტემური ორგანიზებული ჯგუფების შეტევის შედეგად პოლიციელებს გასტაცეს 300-ზე მეტი ფარი, 30 პოლიციელი ორგანიზებულად გაიტაცეს მასაში. ამას ხომ ყველა ხედავდა?! არცერთი ნაბიჯი პოლიციას პარლამენტის პერიმეტრს მიღმა არ გაუკეთებია ორსაათნახევარი, მას შემდგომ რაც დაიწყო ძალადობრივი შეტევა პარლამენტზე. როდესაც პოლიციისთვის გახდა შეუძლებელი ფიზიკურად თავის დაცვა, როდესაც პოლიცია უკვე ვეღარ ახერხებდა, იმიტომ, რომ ფარები არ ჰქონდათ (300-ზე მეტი ფარი არის გატაცებული და ამას გამოძიება ყველაფერს დაადგენს) - ამის შემდგომ პოლიცია გახდა იძულებული გამოეყენებინა ის სპეციალური საშუალებები, რომლებიც აბსოლუტურად კანონიერად მას ჰქონდა აღჭურვილობაში.“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.
​​​скачать dle 11.3
></div>
 
  
  
        
        
        <div class=620 / 12 ივლისი 2019
Загрузка...
სხვა სიახლეები
Загрузка...
კომენტარები