სერგეი გავრილოვი სკანდალურ განცხადებას ავრცელებს

Loading...
მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მონაწილეებმა დაგმეს საქართველოს ხელისუფლების მოქმედებები, რომლებმაც დაუშვეს რადიკალების პროვოკაცია ასამბლეის სესიის დროს, – განაცხადა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის თავმჯდომარემ, რუსეთის დუმის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა რუსეთის პარლამენტის ფედერაციის საბჭოს სახელმწიფო სუვერენიტეტის კომისიის სხდომაზე. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ „არანაირი ბოდიში არც რუსეთს და არც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში შემავალი სხვა ქვეყნების დელეგაციებს საქართველოსგან არ მიუღიათ“, – თქვა რუსმა დეპუტატმა.გავრილოვმა განაცხადა, რომ ასამბლის მონაწილეებმა – 23 ქვეყნის წარმომადგენლებმა დაასკვნეს, რომ მომავალში ღონისძიებები უნდა ჩატარდეს იმ ქვეყნებში, რომლებიც ყველა მონაწილის უსაფრთხოების გარანტიას იძლევიან. გავრილოვის სიტყვებით, შესაძლო სახელმწიფოდ რუსეთი დასახელდა.
გავრილოვმა ასევე აღშფოთება გამოხატა „საქართველოს ხელისუფლების უმოქმედობით“ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის საერთაშორისო დელეგაციების წინააღმდეგ მოწყობილი პროვოკაციის დროს. მისივე თქმით, „საქართველო, როგორც სახელმწიფო, ალბათ უკვე აღარ არსებობს, ის არის სათამაშო გარედან მანიპულაციისთვის“.
სერგეი გავრილოვმა ასევე განაცხადა, რომ ასამბლეის წევრი სახელმწიფოების ელჩებიც იმყოფებოდნენ თბილისში და საქართველოს ხელისუფლებისგან მოითხოვდნენ უსაფრთხოების ზომების მიღებას მათი დელეგაციების მიმართ. „ისინი ევროკავშირის წევრები არიან, მაგრამ არანაირი ზომები მიღებული არ ყოფილა“, – აღნიშნა გავრილოვმა.
რუსეთის დუმის დეპუტატი მიიჩნევს, რომ პროვოკატორების მთავარი მიზანი, რომლებიც იყენებდნენ ანტირუსულ ლოზუნგებს და ცდილობდნენ მართლმადიდებლური ღირებულებების დისკრედიტირებას, იყო სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა. „ისინი ცდილობდნენ დაესამარებინათ ქვეყნის ცივილიზებული განვითარება“, – აცხადებს გავრილოვი. ამ ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.скачать dle 11.3
></div>
 
  
  
        
        
        <div class=1 816 / 11 ივლისი 2019
Loading...
სხვა სიახლეები
Loading...
კომენტარები
Loading...