არ უნდა ვიფიქროთ, რომ ამ დიაგნოზით ყველაფერი მთავრდება – ლელა წურწუმია…

Загрузка...
მომღერალ ლელა წურწუმიას ორი და ჰყავს. უფროსი და, ხათუნა ექიმია და საკუთარი ბიზნესი აქვს, უმცროსი ეკა – პედაგოგი. ლელამ რამდენიმე ხნის წინ რადიო ,,იმედში” ისაუბრა, რომ საცხოვრებლად სოფელში სურს გადასვლა. ,,ამდენი ონკოდაავადება, ბინძური ჰაერის გარდა, საკვებიდანაც არის შემოსული, აღარ ვიცით, რას ვჭამთ. ორივე დას ჰქონდა ონკო დაავადება და ვიცი, რასაც ვლაპარაკობ“, – თქვა მომღერალმა (იხილეთ ბმული).განსაცდელზე, რომელიც თავს დაატყდათ, ლელა წურწუმიას დამ, ხათუნამ, ,,გზასთან” ისაუბრა:
– მას შემდეგ, რაც ჯანმრთელობის პრობლემა შემექმნა, გადავწყვიტე სხვებს დავხმარებოდი. შევიძინე მაღალკვალიფიციური აპარატი და ვისაც არა აქვს შესაძლებლობა, რომ ძვირადღირებული გამოკვლევები ჩაიტაროს, საშუალებას ვაძლევ, პროფესიონალი ექოსკოპისტების დახმარებით, მიზერულ თანხად, თითქმის უფასოდ ჩაიტაროს გამოკვლევები… 
არ უნდა ვიფიქროთ, რომ დიაგნოზით ყველაფერი მთავრდება. კიბო განაჩენი ნამდვილად არ არის. ამ დროს აუცილებელია ფსიქოლოგის დახმარება. მართალია, ჩემი გოგოები დღე და ღამე ჩემთან ისხდნენ, შვებულებაც აიღეს, მაგრამ ამ დროს ფსიქოლოგის თანადგომას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
უსაშველო არაფერი ხდება, სწორი და კვალიფიციური სპეციალისტებია საჭირო, რომ განიკურნო. როცა ამ სიტუაციას თავს დააღწევ, ხვდები, რომ ასმაგად გიყვარს სიცოცხლე, სულ სხვა ინსტინქტები და პასუხისმგებლობა გიჩნდება. გინდა, ყველას დაეხმარო, სამაგალითო გახდე და უთხრა, რომ ცხოვრება მშვენიერია და შეუფასებელი…
ლიდერი ლელა იყო. ერთ სკოლაში ვსწავლობდით სამივე და და მახსოვს, ფანჯრიდან რომ გავიხედავდი, ეზოში ლელა იდგა და ბევრი ბიჭი. სულ ჩამოყალიბებული პიროვნება იყო. ხშირად ვჩხუბობდით და ახლა ვეუბნები, რა ვიცოდი, მაშინ ჩემს პატრონს თუ ვურტყამდი-მეთქი (იცინის). იმდენად საოცარი გოგოა, ხანდახან თქვენობით ველაპარაკები…скачать dle 11.3
></div>
 
  
  
        
        
        <div class=8 990 / 09 ივლისი 2019
Загрузка...
სხვა სიახლეები
Загрузка...
კომენტარები