სასწრაფოდ: ამ წუთებში ვრცელდება კადიროვის მუქარა საქართველოს მისამართით - "რუსეთმა საქართველო მკაცრი სანქციებით უნდა დასაჯოს"

Загрузка...
კადიროვის განცხადებით, რ2-ის წამყვანის მიმართ სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას, ხოლო საქართველოს ხელისუფლებამ პუტინს ბოდიში მოუხადოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, კადიროვის თქმით, რუსეთმა საქართველო მკაცრი სანქციებით უნდა დასაჯოს. ასეთად კადიროვი საქართველოსთან დამაკავშირებელი გზების ჩაკეტვას მიიჩნევს.
"ის არც კავკასიის შვილია, არც კაცი, არც მთიელი. კავკასიაში კაცები ასეთ სიტყვებს მოსისხლე მტრებსა არ ეუბნებიან. გაბუნია - დაბადეებით მშიშარა და უსქესო არსებაა. ეს ქართველი ხალხის და საქართველოს სირცხვილია“, - აცხადებს კადიროვი.
მისი აზრით, ეს ჟურნალისტის პირადი ინიციატივა არ იქნებოდა და ის არხის, ან დაინტერესებული პირების მიერ დაიგეგმა. „სხვა შემთხვევაში მას მაშინვე მოხსნიდნენ არხიდან“, - ამბობს ის.
კადიროვი მიიჩნევს, რომ პუტინთან ერთად ჟურნალისტმა მთელ რუს ხალხს მიაყენა შეურაცხყოფა და ამის გამო საქართველოს პრეზიდენტმა და პრემიერმინისტრმა საჯაროდ, ოფიციალურად უნდა მოიხადონ ბოდიში, ტელეწამყვანის წინააღმდეგ კი სისხლის სამართლის საქმე აღიძრას.
„სხვა შემთხვევაში, სამ დღეში უნდა დაიკეტოს ყველა გზა და ბილიკი საქართველომდე და საქართველოდან. გაბუნია უნდა გადამალონ, რადგან პირველივე შემხვედრმა შეიძლება დამართოს ის, რაც მან დაიმსახურა“, - წერს კადიროვი.
 скачать dle 11.3
></div>
 
  
  
        
        
        <div class=8 660 / 08 ივლისი 2019
Загрузка...
სხვა სიახლეები
Загрузка...
კომენტარები