გიორგი გაბუნიას პირველი კომენტარი "ჩარჩოს გარღვევას ვცდილობ და აბსოლუტურად მეორე უკიდურესობაში გადავდივარ

Загрузка...
ყურადღებას მუდმივად იქცევდა. თავიდან განსხვავებული სტილის გამო, შემდეგ კი როცა ეთერში დაჯდა, თავისი განცხადებებით არაერთხელ გახდა ერის რისხვის სამიზნე, ისევე, როგორც ახლა. თავის პირად ცხოვრებაზე ბევრი ინტერვიუ არ მიუცია. ვფიქრობთ, მის მიმართ ამდენი ნეგატივის ფონზე, მის ფსიქოტიპზე შთაბეჭდილების შესაქმნელად,  „პრაიმტაიმისთვის“ მიცემული ინტერვიუდან ეს ამონარიდი ურიგო არ იქნება.  ვინ არის გაბუნია განათლებით?
ტექნიკურ უნივერსიტეტში არქიტექტურის ფაკულტეტის დასრულების შემდეგ გერმანიაში, ქალაქ ვაიმარში სასწავლებლად წავიდა. ბაუჰაუსის უნივერსიტეტში სამეცნიერო თემაზე მუშაობდა. 
„არქიტექტურა ხელოვნების ბევრ დარგს მოიცავს. ხელოვნების დარგიც არის და ტექნიკური მხარეც აქვს. პრაქტიკოს არქიტექტორობას არ ვაპირებდი. სულ უნივერსიტეტში ან ბიბლიოთეკაში ვიჯექი. ბაუჰაუსი ყველაზე ცნობილი არქიტექტურის უმაღლესი სკოლაა გერმანიაში და საერთოდ, ვინც კი იცნობს ხელოვნებას და არქიტექტურის ისტორიას, ეს უნივერსიტეტი ცნობილია. ვაიმარი კი პატარა, მაგრამ კულტურული მნიშვნელობით დატვირთული ქალაქია. გერმანიისთვის თუ ვინმე მნიშვნელოვანი პიროვნება იყო, ყველა ვაიმართანაა დაკავშირებული. ვაიმარში ველოსიპედით და ფეხით ვმოძრაობდი. მიყვარს ფეხით სიარული. ორ წელიწადნახევარში სასწავლებლად ვენეციაში გადავედი. თეორიულ ნაშრომებზე მუშაობა იქ გავაგრძელე. იქაც ორ წელიწადნახევარი დავყავი. ეს იყო ისევ უნივერსიტეტში და ბიბლიოთეკაში ჯდომა და კვლევა. უბრალოდ რომ ვთქვათ, მომბეზრდა და წამოვედი.“
რა უნდა ტელევიზიაში?
„ჩემი ტელევიზიისკენ ლტოლვა, ალბათ, გენეტიკამაც განაპირობა. გერმანიიდან ტელევიზიაში სამუშაოდ ჩამოვედი. მახსოვს, თავიდან მსახიობობა მინდოდა. სახლში მე და ჩემი და-ძმა ვმსახიობობდით. მაგრამ მშობლებიდან გამომდინარე მაინც ტელევიზიაში მუშაობა მინდოდა. რომ ვთქვა, ტელევიზიაში გავიზარდე-მეთქი, ასე არ იყო. ცოტა ხნით მივდიოდი. ყველაფერი მახსოვს, სტუდიები... განსაკუთრებით ის, რასაც ახლა უკვე ვერავინ ნახავს. ფირზე გადაღებული მასალის მონტაჟი მახსოვს, რომელსაც ფიზიკურად ჭრიდნენ. წარმოუდგენელია, ამ ფორმატით მუშაობას როგორ ასწრებდნენ. დედა და მამა დილიდან საღამომდე ტელევიზიაში მუშაობდნენ და ტელევიზია ჩვენი - ჩემი და ჩემი და-ძმის ცხოვრების ნაწილი იყო. შედეგად მე და ჩემი ძმა „ტელევიზიონშიკები“ გამოვედით. დათა „ბიზნეს კურიერში“ ტექნიკური პროდიუსერია. ჩემი და, ლელა, მულტიპლიკატორია, მაგრამ არ მუშაობს, ხუთი შვილი ჰყავს. დრო რომ ჰქონოდა, არ გამიკვირდებოდა, რომ მასაც ტელევიზია აერჩია.
ეთერში რომ მნახა, დედამ დადებით-კრიტიკულად შემაფასა. დღემდე მეუბნება, რა მოსწონს და რა არ მოსწონს. ჩემ თავზე მეც ვმუშაობ. არამარტო დედის, სხვების შეფასებასაც ვითვალისწინებ.
ჯულიეტა ვაშაყმაძე: - გიორგი პასუხისმგებლობით ეკიდება თავის საქმეს. ჩემს მოსაზრებას სულ ვუზიარებ ხოლმე. ერთი კარგი თვისება აქვს. ყოველთვის ყურადღებით მისმენს. თუ ჩათვლის, რომ ასეა, არ იმეორებს. სხვათა შორის, გიორგიმ არაერთი უცხო ენა იცის. იყო პერიოდი, მის იმიჯს ვეწინააღმდეგებოდი ხოლმე. ზოგჯერ ვსაყვედურობდი კიდეც. გიორგი მაშინ სულ სხვა იყო. მაგრამ ახალგაზრდული წლები თავისას შვრება. მე „მაესტროსი“ მადლობელი ვარ. გიორგიმ პირველად იქ დაიწყო მუშაობა.
იმიჯი
„ჰალსტუხი ჩემვის ნიღაბი აღარ არის. პირველი ცვლილება, რასაც უნდა შევგუებოდი, ჰალსტუხი და კოსტიუმი იყო. ცხოვრებაში არ მცმია და არ მკეთებია. უნდა მივჩვეოდი მაგიდასთან ჯდომას, ამ დროს სუფრასთანაც ვერ ვჩერდები. არ უნდა მეტრიალა და მემოძრავა. სტუდიის მიჩვევა დამჭირდა, ყელში წაჭერილი ჰალსტუხი, კოსტიუმი და მაგიდასთან გაშეშებული ჯდომა... სანამ თმა იზრდებოდა, მე მეტყველებაში და ამ ყველაფერში ვვარჯიშობდი. 
ზღვა და მზე არ მიყვარს.  ადრე ვირუჯებოდი, მაგრამ რაღაც პერიოდის მერე ვეღარ ვუძლებ მზეზე წოლას, ვემალები ხოლმე. მაწუხებს და პლაჟზე წოლა საერთოდ მიუღებელია ჩემთვის. 
სახლში ჰანტელებით ვვარჯიშობ.
საათები მაქვს ბევრი. მიყვარს ეს აქსესუარი.
თუ დილიდან ეთერში ვარ, მაშინ ყველანაირი სახის გართობას თავს ვარიდებ, რადგან მომდევნო დღისთვის მობილიზებული უნდა ვიყო. ღამენათევი ტელევიზიაში მისვლა გამორიცხულია. თავზე დამხობის სტილის გართობა არ მიყვარს. არ ვსვამ. მხოლოდ განსაკუთრებულ ადამიანებთან, განსაკუთრებულ შემთხვევებში თუ დავლევ. რა ახდენს ჩემს განტვირთვას და ფილმის ყურება, წიგნის კითხვა, მეგობრები. წლის განმავლობაში დაგროვილ განუტვირთაობას მოგზაურობაში განტვირთვით ვცვლი.“
არ უყვარს
„არ მიყვარს ჩარჩოებში მოქცევა, არც საკუთარი თავის და არც ის, როცა სხვა მაქცევს. ჩარჩო მღლის. მის გარღვევას ვცდილობ და აბსოლუტურად მეორე უკიდურესობაში გადავდივარ. ეს ყველა რადიკალური მხარე საბოლოოდ მაინც ჩემი ხასიათის ნაწილია. საბოლოოდ მაინც ბუნებრივი ვარ.
ცხოვრებაში პირადი ურთიერთობების აწყობაზე ორიენტირებული არა ვარ. სიყვარული არ მჭირდება არაფერში. სიყვარული ჩემთვის ხელისშემშლელი ფაქტორია ცხოვრებაში. იმედია, არც არასოდეს მეყვარება. კიდევ კარგი მაგაზე ნერვები და დრო არ მეხარჯება. სხვებს ხომ ვხედავ, მაგ პერიოდში რას ჰგვანან? არ ვაპირებ თვითონ დავიტანჯო. მარტო ყოფნა არაჩვეულებრივია, დამიჯერე. 
ისე უნდა ვაღიარო, რომ სიყვარულის მარცვალი დევს ჩემში, მაგრამ არ ვაძლევ გაღვივების საშუალებას. როგორც კი შევამჩნევ, რომ ჩემი სიმპათია ადამიანის მიმართ ზღვარს გადადის და შეიძლება იმ გრძნობას მიუახლოვდეს, რომელსაც სიყვარულს ეძახიან, მაშინვე ვახმობ ამ მარცვალს. იმ მზეს ვაცხუნებ, რომელიც მე ასე ძალიან არ მიყვარს. სადაც აქამდე არ შემიყვარდა, იმედია, არც ამიერიდან გადამიტრიალდება და შემიყვარდება.“
 
 скачать dle 11.3
></div>
 
  
  
        
        
        <div class=9 776 / 08 ივლისი 2019
Загрузка...
სხვა სიახლეები
Загрузка...
კომენტარები