Loading...

ექსკლუზივი: სკანდალური გზავნილი ამერიკიდან რამაც შეძრა ივანიშვილი

Loading...
ის, თუ რატომ ვერ შეუფარდეს პატიმრობა მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერს, ნიკა მელიას, პრესა.ჯიმ ექსკლუზიურად გაარკვია. 
მითი კი, რომელიც ქართულმა ოცნებამ სასამართლოს დამოუკიდებლობის შესახებ გააჩინა, კიდევ ერთხელ დაიმსხვრა. 
საქმე ისაა რომ გავრილოვის ღამის შემდეგ, როდესაც ივანიშვილის ბრძანებით გახარიამ ხალხს თვალები დათხარა, ხოლო რამდენიმე ასეული დაასახიჩრა, ოლიგარქმა ნიკა მელიას დაჭერა გადაწყვიტა რეპრესიების დაწყების ნიშნად. 
დაიგეგმა რომ ქართული ოცნება პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტს შეუჩერებდა, ხოლო სასამართლო მას დააკავებდა. 
შედეგად: პოლიტიკურად მოტივირებული გამოძიების ფარგლებში, ქართული ოცნების 92-მა მორჩილმა დეპუტატმა, კოლეგა ისე გაიმეტა ციხისთვის რომ მტკიცებულებებიც არ მოუთხოვიათ პროკურატურისათვის. 
ჯერ კიდევ სასწრაფო წესით შეჩერებული იმუნიტეტიდან ჩანდა რომ ივანიშვილი უკან არაფერზე იხევდა და მზად იყო მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი ციხეში ჩაესვა - მოგონილი ბრალდებით. 
შემდეგ კი, ნიკა მელიას გარდა, ირაკლი ოქრუაშვილი, გიგი უგულავა და სხვებიც დაეპატიმრებინათ - ჟურნალისტების ჩათვლით.
რა მოხდა ნიკა მელიას სასამართლომდე ცოტა ხნით ადრე? 
თუმცა, ოლიგარქის გეგმები საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის საელჩოს წარმომადგენლებმა ჩაშალეს. 
ამერიკის საელჩოში მიხვდნენ რომ ივანიშვილი, 20 ივნისს ხალხისთვის თვალების დათხრის პარალელურად, დიქტატურას აფორმებდა და ოპოზიციის ლიდერების განეიტრალებას გეგმავდა. 
"აშშ-ის საელჩო ყურადღებით აკვირდება 20 ივნისს თბილისის საპროტესტო აქციების შემდგომ განვითარებულ მოვლენებს საქართველოში. 
მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანია გამოძიებულ იქნას, როგორც ძალადობის აქტები, ისე დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გადამეტების შემთხვევები, ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას, იმოქმედოს გაწონასწორებულად და თავშეკავებით. 
ახლა ყველაზე მეტად საჭიროა დიალოგი ყველა პოლიტიკურ პარტიას შორის საქართველოს დემოკრატიის გასაძლიერებლად", - ეს აშშ-ის საელჩოს განცხადებაა, სადაც ირიბად მინიშნებულია იმაზე, თუ რას გეგმავს ივანიშვილი.
კულუარებში კი, კოლექტიური ანრი ოხანაშვილებისგან განსხვავებით, ამერიკელმა დიპლომატებმა, ოპოზიციის ლიდერის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიების შესახებ მყარი მტკიცებულები მოითხოვეს და მისი არარსებობის შემთხვევაში, ივანიშვილის ანგარიშების დაყადაღების იდეა გააჟღერეს. 
ხოლო მოგვიანებით, თავადაც შეეხმიანნენ ოლიგარქს.
"სასამართლოს წინა ღამეს, ივანიშვილს, ამერიკის საელჩოს მაღალი რანგის დიპლომატი ესაუბრა და ღიად უთხრა რომ თუ პოლიტიკურ რეპრესიებს დაიწყებდა და მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერს ციხეში ჩასვამდა, მას ანგარიშებს გაუყინავდნენ", - ეს ინფორმაცია კარგად ინფორმირებულმა წყარომ მოგვაწოდა ექსკლუზიურად. 
შესაბამისად, ივანიშვილს სხვა გზა არ ჰქონდა, გარდა იმისა რომ თავის ბოროტ განზრახვაზე ხელი აეღო, ხოლო მოსამართლისთვის მურუსიძის პირით შეეთვალა რომ ნიკა მელიას დაპატიმრება გადაეფიქრებინა და მისთვის გირაო შეეფარდებინა.
სხვაგვარად რომ ვთქვათ, ამერიკამ, რომელიც რამდენიმე ათეული წელია ქართულ სახელმწიფოს გულშემატკივრობს და ეხმარება, ივანიშვილს კიდევ ერთხელ აუხსნა დემოკრატიის ანბანი და ის, რომ ოლიგარქია უნდა დასრულდეს. 
ამერიკელი დიპლომატების ჩართულობამ და მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის, ნიკა მელიასადმი მხარდაჭერამ კი, ქვეყანას კიდევ ერთხელ შეუნარჩუნა სახე.
PRESA.GEскачать dle 11.3
> </div>
 
  
  
        
        
        <div class= 6 782 / 02 ივლისი 2019"
Loading...
სხვა სიახლეები
Загрузка...
კომენტარები