სასწრაფოდ: ამ წუთებში ხდება ცნობილი ბიძინა ივანიშვილის მოულოდნელი გადაწყვეტილების შესახებ, ის 15 მილიონი დოლარით დააფინანსებს

Загрузка...
უახლოეს მომავალში, ბიზნესმენი ლევან ვასაძე ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნას დაანონსებს. როგორც "2020NEWS"-ის თვის ცნობილი გახდა , ახალი პარტიის დაფუძნებაში მას ბიძინა ივანიშვილი დაეხმარება.როგორც "2020NEWS"-ს ინფორმირებული წყარო უყვება, ბიძინა ივანიშვილსა და ლევან ვასაძეს შორის შეხვედრა უკვე შედგა და სამომავლო თანამშრომლობისა და პარტიის შექმნის კონტურები მოიხაზა.
"ბიძინა ივანიშვილი და ლევან ვასაძე, ცოტახნისწინ შეხვდნენ ერთმანეთს და სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს. ლევან ვასაძემ ივანიშვილს უთხრა, რომ ახალი პოლიტიკური ძალის შექმნისთვის, ფულსაც დავხარჯავო.
ივანიშვილს გაეღიმა და უპასუხა : რისი დამხარჯავი ხარ, არ ვიცოდე მაინც, რომ ვალები გაქვსო. ივანიშვილი ვასაძეს დაპირდა, რომ ახალი პოლიტიკური გაერთიანებისთვის 15 მილიონ დოლარს მისცემდა.
საგულისხმოა, რომ ვასაძეს სამღვდელოების იმედიც აქვს, რადგან ფიქრობს , რომ სამღვდელოების გავლენიანი მღვდელმთავრების უმეტესობის მხარდაჭერას მოიპოვებს."- უყვება "2020NEWS-ს" ინფორმირებული წყარო. 
გუშინ "თბილისი პრაიდის" საწინააღმდეგო  კანცელარიის წინ გამართულ აქციაზე ლევან ვასაძე გამოჩნდა. მისმა გამოჩენამ დაადასტურა ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ იგი პოლიტიკურად გააქტირებას აპირებს.
"2020NEWS"ჯერ კიდევ 2 თვის წინ წერდა, რომ ვასაძე პოლიტიკაში შემოსვლას გეგმავდა.
აღსანიშნავია, რომ გუშინ საპატრიარქომ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც მთავრობას მოუწოდა, არ დაუშვას ე.წ. გეი პრაიდის ჩატარება. ამ განცხადების გამოქვეყნების შემდეგ, „თბილისი პრაიდის“ წარმომადგენლებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია დააანონსეს. „თბილისი პრაიდის“ მონაწილეების აქციაზე მისვლამდე ადგილზე ბიზნესმენი ლევან ვასაძე, გურამ ფალავანდიშვილი და სასულიერო პირები მივიდნენ.
როგორც გუშინ აქციაზე ბიზნესმენი ლევან ვასაძე აცხადებდა, ის აქციაზე იმყოფებოდა იმისთვის, რომ არ დაეშვა სიბილწის და სიბინძურის საჯარო ზეიმი საქართველოში, არცერთი ფორმატით.
"ეს ხალხი ვინც ამას აპირებს, უცხოელი ელჩების ჩათვლით, ვინც ახდენს ზეწოლას ჩვენს სახელმწიფოზე, არიან დამნაშავეები იმაში, რომ ერევიან ჩვენი ქვეყნის საქმეში და ახდენენ პირდაპირ პროვოკაციას ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. თუკი ჩვენ, საქართველოში სოდომის უკიდურესი სექსუალური გარყვნილების ნორმებს დავამკვიდრებთ, შეგვიძლია დავემშვიდობოთ გამთლიანებას, იმიტომ რომ ოსები და აფხაზები არასდროს არ მოინდომებენ ჩვენთან გაერთიანებას. წესები ჩვენ დაგვიდგინა არა ჯორჯ სოროსმა და მსგავსმა ჭინკებმა", - განაცხადა ვასაძემ დღეს მთელიდღის განმავლობაში სოციალურ ქსელსი ლევან ვასაძე მუქარის შემცველ ვიდეო მიმართვებს ავრცელებს. ასევე აღსანიშნავია, რომ ლევან ვასაძემ რამდენიმე წლის წინ დემოგრაფიული ფონდიც დაარსა.
წყარო 2020news.ge скачать dle 11.3
></div>
 
  
  
        
        
        <div class=11 022 / 01 ივლისი 2019
Загрузка...
სხვა სიახლეები
Загрузка...
კომენტარები