ამ წუთებში ხდება ცნობილი ქართული ოცნების და ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილების შესახებ მთავრობა...

Загрузка...
პრემიერის თქმით, მთავრობის დაქვემდებარებაში "ახალგაზრდული პლატფორმა" იქმნება.ასე გამოეხმაურა მამუკა ბახტაძე "სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის" მიერ გავრცელებულ ღია წერილს, რომლის 35 ხელმომწერი ბიძინა ივანიშვილს „ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს“ შექმნას თხოვს.
ბახტაძე მიესალმება მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით „ახალგაზრდების კონსტრუქციულ პოზიციას“:
„მისასალმებელი და ძალიან სასიხარულოა ახალგაზრდების კონსტრუქციული პოზიცია მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.
ქვეყნის მომავალი თქვენ ხელშია და საარჩევნო ბარიერის გაუქმებით თქვენ, ახალგაზრდებს გეძლევათ პოლიტიკაში შემოსვლისა და ქვეყნის მმართველობით პროცესში ჩართვის მეტი შანსი.
ასევე, მინდა გითხრათ, რომ მთავრობის დაქვემდებარებაში იქმნება ახალგაზრდული პლატფორმა, რომელიც გააერთიანებს ახალგაზრდობისთვის საინტერესო ყველა მნიშვნელოვან მიმართულებას.
მოხარული ვიქნები, თქვენთან შეხვედრით და თანამშრომლობის შესაძლებლობით.ჩვენთვის თქვენი პოზიცია ყოველთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია!,“ - წერს პრემიერი Facebook-ზე.
ღია წერილში, რომლის ადრესატი ბიძინა ივანიშვილია, წერია, რომ "დიალოგი ახალგაზრდებსა და ხელისუფლებას შორის ერთადერთი გზაა, თავიდან ავიცილოთ ესკალაცია და შევინარჩუნოთ სტაბილურობა ქვეყანაში".
წერილის ხელმომწერები მიესალმებიან ნულოვანი ბარიერით პროპორციულ არჩევნებს. ისინი უვიზო მიმოსვლას, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას და ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებას იხსენებენ და ამბობენ, რომ ეს მონაპოვარი საფრთხის ქვეშ არ უნდა დადგეს. "არ დაიშუროთ ძალისხმევა, რათა ხელისუფლების სიმბოლოდ არ იქცეს თვალებდაკარგული ახალგაზრდები". - მოუწოდებენ ისინი ივანიშვილს.
„სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისაგან შემდგარმა საინიციატივო ჯგუფმა უკვე არაერთხელ მიმართა პრემიერ-მინისტრს, შექმნილიყო საქართველოს მთავრობის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო, რომლის უპირველესი მიზანი იქნება სწორედ კომუნიკაციის გაძლიერება მთავრობასა და ახალგაზრდებს შორის. როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, დაუჭირეთ მხარი ამ ფორმატის შექმნას. დიალოგი ახალგაზრდებსა და ხელისუფლებას შორის ერთადერთი გზაა, თავიდან ავიცილოთ ესკალაცია და შევინარჩუნოთ სტაბილურობა ქვეყანაში.“ - ამბობენ ხელმომწერები.
"სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის" წერილი და პრემიერის გამოხმაურება მიმდინარე პროტესტის ფონზე გამოქვეყნდა. 11 დღეა, მოქალაქეები შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ. ამ დროის განმავლობაში გამართული მრავალათასიანი დემონსტრაციებისა და მსვლელობების მონაწილეების, ასევე საორგანიზაციო ჯგუფის მნიშვნელოვან ნაწილს სწორედ ახალგაზრდები შეადგენენ. скачать dle 11.3
></div>
 
  
  
        
        
        <div class=6 594 / 01 ივლისი 2019
Загрузка...
სხვა სიახლეები
Загрузка...
კომენტარები