2 შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი და გიორგი გახარია, ვინ არის თქვენთვის მოძალადე პირსისხლიანი? და უნდა გადადგეს თუ არა მოქმედი მინისტრი?

Loading...
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის - მიხეილ სააკაშვილის თანამებრძოლი და “ნაციონალური მოძრაობის” მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა. 8 წლის განმავლობაში (2004-2012) ის საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრად, 2012 წელს კი რამდენიმე თვის განმავლობაში - პრემიერმინისტრად მუშაობდა.
მერაბიშვილი ხელისუფლების შეცვლიდან (2012 წლის ნოემბერი) რამდენიმე თვეში, 2013 წლის მაისში მითვისება-გაფლანგვის და ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით დააკავეს. იმ მომენტისთვის ის “ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივანი იყო. მოგვიანებით, მას სხვა ბრალდებებიც წაუყენეს. 2014 წელს ის დამნაშავედ ცნეს და თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს სისხლის სამართლის რამდენიმე საქმეზე.
 
საქართველოს საერთო სასამართლოებში მერაბიშვილის მიმართ განხილული საქმეები და სასჯელის ვადები ასე გამოიყურება: 1.“აკურას“ ღვინის ქარხნის უკანონოდ ჩამორთმევის საქმე - 2 წელი და 3 თვე; 2. სანდრო გირგვლიანის საქმეზე მტკიცებულებების გადამალვა - 3 წელი; 3. აქციის დარბევა 2011 წლის 26 მაისს - 4 წელი და 6 თვე; 4. მითვისება გაფლანგვა და ამომრჩევლის მოსყიდვა - 5 წელი; 5. ვალერი გელაშვილზე ფიზიკური ანგარიშსწორება - 6 წელი და 9 თვე. სასჯელის შთანთქმის პრინციპით, ვანო მერაბიშვილს სასჯელის საბოლოო სახედ 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. ამ განაჩენით, მას გათავისუფლება 2020 წლის მარტში უწევს. ახლა ის სასჯელს თბილისში, ეგრეთ წოდებული “მატროსოვის ციხეში” იხდის.

მოქმედი შს მინისტრი გიორგი, გახარია, რომელსაც ედავებიან  პოლიციისთვის მიცემულ ბრძანებას სადაც მოხდა მომიტინგეების დარბევა 20 ივნისს, დარბევა მოჰყვა აქციის მონაწილეების პარლამენტში შევარდნის მიზეზით. 2მა ადამიანმა დაკარგა თვალი რაც რათქმაუნდა უდიდესი ტრაგედიაა და არ უნდა მომხდარიყო.  დღეს გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვს ყიფილი რეჟიმის თანამონაწილეები.

 скачать dle 11.3
></div>
 
  
  
        
        
        <div class=2 309 / 29 ივნისი 2019
Loading...
სხვა სიახლეები
Loading...
კომენტარები
Loading...