სერგეი გავრილოვი სკანდალურ განცხადებას ავრცელებს

Загрузка...
კობახიძე დამპირდა, რომ ყველაფერი “უმაღლეს დონეზე იქნება"- განაცხადა გავრილოვმა რუსული სამთავრობო ტელეარხის NTV-ს ეთერში.სერგეი გავრილოვი ამბობს, რომ პარლამენტში სხდომის ჩატარების შემოთავაზება ქართული მხარისგან მიიღო. მისი თქმით, მას ესაუბრა პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და დაჰპირდა, რომ ყველაფერი “უმაღლეს დონეზე იქნება“.
“ჩვენ არ გვეგონა რომ რამე მოხდებოდა ორი  მიზეზის გამო: არამხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოს ლიდერებმა, თავიანთი სტუმართმოყვარეობა გამოავლინეს და პარლამენტის თავმჯდომარემ მე მითხრა, რომ “მიღება იქნება უმაღლეს დონეზე, ჩვენ ველოდებით თქვენს ფორუმს, ის ძალიან კარგად იმოქმედებს საქართველოს ქვეყნის ავტორიტეტსა და რეიტინგზე მსოფლიოშიო“ – არამედ იმიტომაც, რომ არსებობდა უსაფრთხოებისა და სტუმართმოყვარეობის წერილობითი გარანტიები.
მე ვიკითხე კიდეც, იქნებ უფრო სადად შევკრებილიყავით და ჩაგვეტარებინა… არა, არა აუცილებლად პარლამენტში, მხოლოდ პარლამენტში, საუკეთესო დარბაზშიო.. თქვენ რა თქმა უნდა პრეზიდიუმში წაიყვანთ სხდომას, ჩამოიყვანეთ თქვენი ცოლები და შვილები, რომ ყველამ დაინახოს, თუ რა კარგია საქართველო, რა კარგად ღებულობს სტუმრებს და რომ ის დანამდვილებით ევროპული ქვეყანაა,“ – ამბობს გავრილოვი რუსული სამთავრობო ტელეარხის NTV-ს ეთერში.
გავრილოვმა ასევე თქვა, რომ საქართველოში ყოფნისას ე.წ. ფეიკ ნიუსების მსხვერპლი გახდა. მისი თქმით, ოპოზიციის ლიდერები მასზე ამბობდნენ, რომ ის აფხაზეთის ომში მონაწილეობდა, სინამდვილეში კი ეს ასე არ არის.
“ისე რა სავარძელი იყო, არც ისე კომფორტულია, მაგრამ პრინციპში ჩვენ თავმდაბალი ხალხი ვართ და ტაბურეტებზეც კი ვიმუშავებთ. ეს იყო ქართველი მხარის ოფიციალური მოწვევა ჩვენი პროტოკოლის მიხედვით. ჩვენ მსგავს მოვლენებს არ ველოდებოდი, რადგან ჩვენ გვეგონა, რომ საქართველოში არის ხელისუფლება და დემოკრატია მათთვის ცარიელი სიტყვა არ არის,“ – თქვა მან.
 წყარო ,,ნეტგაზეთი”скачать dle 11.3
></div>
 
  
  
        
        
        <div class=7 841 / 27 ივნისი 2019
Загрузка...
სხვა სიახლეები
Загрузка...
კომენტარები