Loading...

ბუბა კიკაბიძე სკანდალურ განცხადებას ავრცელებს

Loading...
ბუბა კიკაბიძე დღეს საკუთარ ხმას აწვდენს პარლამენტის წინ შეკრებილ ახალგაზრდებს და ღიად ამბობს, რომ მხარს უჭერენ მათ ბრძოლას. ოკუპანტი გავრილოვისთვის პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დათმობა და სისხლიანი 20 ივნისის ღამე კიკაბიძისთვის ბოლო წვეთი აღმოჩნდა.ბუბა კიკაბიძემ, რომელიც დიდი ხანია, რუსულ ოკუპაციას აპროტესტებს და ყველგან და ყოველთვის ამბობს, რომ პუტინის რეჟიმი ოკუპანტია, დარწმუნებულია, რომ შემსრულებელზე მეტად ბრძანების გამცემია დამნაშავე, რომელმაც მშვიდობიან მოსახლეობას შეიარაღებული სპეცრაზმი დაუპირისპირა.
„რაც ჩაიდინეს და ისინი რომ შეიყვანეს და რომ ჩამოიყვანეს ეს გავრილოვი, ვიცი, რაც არის, ეს არის პირველი ნაბიჯი, იქ რაღაც სერიოზული გეგმა აქვთ მაგათ. ეს, რა თქმა უნდა, გათვლილი ავანტიურა იყო რუსეთის მიერ, აქედან მხარდაჭერილი, ასე მგონია მე, იმიტომ, რომ ისე არ მოხდებოდა მათი შემოყვანა,“ - ამბობს კიკაბიძე.
კიკაბიძე მიიჩნევს, რომ რუსი დეპუტატების ქვეყანაში შემოყვანა და სპიკერის სავარძელში ჩასმა ივანიშვილთან გადაწყდა.
„უმაგისოდ იქ ასანთის ყუთს არ გადადებენ, ყველამ ვიცით. იმ ჩვენს პარლამენტში არავინ არ არის იმის გადამწყვეტი, ეგენი უნდა ჩამოვიდნენ, არ ჩამოვიდნენ, სად უნდა დაჯდნენ, მე ისევ ვიძახი, რომ თევზი ფუჭდება თავიდან და ეს უნდა გვახსოვდეს ჩვენ და უბრალოდ ეტყობა, ჩვენ ვგონივართ მთავრობას ლენჩები, იმიტომ, რომ სულ ჩუმად ვართ,“ - განაცხადა კიკაბიძემ.
ბუბა კიკაბიძეს დღეს ახალგაზრდების გარდა სათქმელი კიდევ 2 ადრესატთან ჰქონდა. ის რობერტ სტურუას განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ „საქართველო აღარ არის“. 
„რობიკო მიხვდება, რაც უნდა ვუთხრა, რაც მაგან ილაპარაკა, ხალხი გადარეულია. გია ყანჩელი, რომელიც მაგის ახლო მეგობარია, მაგანაც თქვა ეს. ეტყობა, იცი, რა არის, დიდი მსახიობი, დიდი ნიჭი და მოქალაქეობა სხვადასხვა რამეა,“ - ამბობს კიკაბიძე.
ის მხარდაჭერას უცხადებს ასევე "რუსთავი 2-ის "გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას.
„ჩვენ ბებრები ნიკასთან ვართ, ღმერთმა დაიფაროს, რამე რომ მოხდეს, ის ჯოხიანი ხალხიც მოვალთ მასთან,“ - ამბობს ბუბა კიკაბიძე.
​​​скачать dle 11.3
></div>
 
  
  
        
        
        <div class=9 821 / 26 ივნისი 2019
Загрузка...
სხვა სიახლეები
Загрузка...
კომენტარები