სასწრაფოდ: ბიძინა ივანიშვილი დათმობაზე წავიდა საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება პროპორციული სისტემით

Загрузка...
2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდება. ამის შესახებ განცხადება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.გადაწყვეტილება დღეს პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღეს.პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, გაიმართა უმრავლესობის წევრებთან შეხვედრა.
თბილისსა და რეგიონებში მასშტაბური აქციები 20 ივნისს დაიწყო. დილით, საქართველოს პარლამენტის სპიკერატის ტრიბუნიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა, რასაც საყოველთაო საპროტესტო აქცია მოჰყვა.
მოთხოვნები უცვლელია - აქციის მონაწილეები 20 ივნისს დაკავებულების გათავისუფლებას, შინაგან საქმეთა მინისტრის გადაყენებას, იმ ძალოვნების დასჯას ითხოვენ, რომელთაც მათი შეფასებით, დარბევისას ძალას გადაამეტეს, მესამე მოთხოვნა არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებაა.
20 ივნისს ღამით, პარლამენტის შენობის წინ სპეცრაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, ბოლოს კი აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით დაშალა, ასევე გამოიყენა რეზინის ტყვიები.
 скачать dle 11.3
></div>
 
  
  
        
        
        <div class=5 311 / 24 ივნისი 2019
Загрузка...
სხვა სიახლეები
Загрузка...
კომენტარები