სასწრაფოდ: ამ წუთებში გმირთა მოედანზე პოლიციელებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა

Загрузка...
აქციის მონაწილეების დევნა-დაკავება კვლავ გრძელდება. მოვლენათა ეპიცენტრი ამჯერად გმირთა მოედანი და კოსტავას გამზირია. მოხდა მორიგი შეტაკება პოლიციელებსა და დემონსტრანტებს შორის. დაშავებულია რამდენიმე სამართალდამცველი.ახალგაზრდების ჯგუფმა პოლიციელებს ქვები და ხელკეტები ესროლა. ანალოგიური დაპირისპირება მოხდა ცოტა ხნით ადრე ფილარმონიასთანაც, რის შემდეგაც დემონსტრანტებმა პოლიციის მანქანა მოატრიალეს.
"კურიერის" ინფორმაციით, 22 პაციენტი მოთავსებულია "ნიუ ჰოსპიტალში", სადაც "რუსთავი 2-ის" დაშავებული ჟურნალისტი, თამარ ბაღაშვილიც იმყოფება. 40-ზე მეტი პაციენტია მოთავსებული ინგოროყვას კლინიკაში. მოქალაქეთა ნაწილს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. 
რაც შეეხება რუსთაველს, ქალაქის მთავარი გამზირი დემონსტრანტებისგან გათავისუფლებულია. სუფთავდება ტერიტორია. პარლამენტის შენობასთან ვითარება მშვიდია.скачать dle 11.3
></div>
 
  
  
        
        
        <div class=2 447 / 21 ივნისი 2019
Загрузка...
სხვა სიახლეები
Загрузка...
კომენტარები