სერგეი გავრილოვის პირველი კომენტარი მას შემდეგ რაც მან დატოვა პარლამენტის შენობდა "უვარგისი მცდელობა ფორუმის ჩასაშლელად... ხულიგნების დაჯგუფება"

Загрузка...
ეს უვარგისი მცდელობა იყო ფორუმის ჩასაშლელად - ამ განცხადებით უპასუხა რუსმა დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა, ქართველი დეპუტატების და სამოქალაქო საზოგადოების პროტესტს, რომელიც მის და სხვა რუსი დეპუტატების საკანონმდებლო ორგანოში ყოფნას და პარლამენტის თავმჯდომარის სკამის დაკავებას მოჰყვა. სერგეი გავრილოვმა საქართველო პარლამენტის შენობა დატოვა და ახლა „რედისონის“ ტერასაზე სხვა რუს პოლიტიკოსებთან ერთად იმყოფება.
სასტუმროში დაცვა გაძლიერებულია. გავრილოვი ამბობს, რომ გუშინდელი თბილი მიღების შემდეგ ასეთ დემარშს არ ელოდა.  რუსი დეპუტატი ქართველ კანონმდებლებს, რომლებმაც მათ შეხვედრა ჩაუშალეს, „ხულიგნების დაჯგუფებას“ უწოდებს.
„ვთვლი, რომ ეს უვარგისი მცდელობა იყო საერთაშორისო მართლმადიდებლური ფორუმის ჩასაშლელად. ჩვენ ჩამოვედით იმ მიზნით, რომ გავამყაროთ ურთიერთობები კულტურისა და განვითარების სფეროში. მიმაჩნია, რომ ჩვენი მართლმადიდებლური კულტურა საკმარისი საფუძველია საპარლამენტთაშორისო კავშირების გასამყარებლად. ჩვენი ღონისძიება ტარდება მწვავე საკითხების განხილვის გარეშე. ვეძებთ ახალ გზებს, რომ ჩვენს მართლმადიდებელ ერებს შორის ურთიერთობა გაძლიერდეს. სამწუხაროდ, ჩემს შესახებ ფეიკ ნიუსებს ავრცელებენ. არასდროს მიმიღია მონაწილეობა საომარ მოქმედებებში არც აფხაზეთსა და არც სხვაგან. ცხელ წერტილებში ჩემი ვიზიტი მხოლოდ მიზნად ისახავდა კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქრისტიანების დახმარებას სირიასა და კოსოვოშიც,"-აცხადებს გავრილოვი. 
  скачать dle 11.3
></div>
 
  
  
        
        
        <div class=3 334 / 20 ივნისი 2019
Загрузка...
სხვა სიახლეები
Загрузка...
კომენტარები