სასწრაფოდ: თემქა დტბორილია ხალხი პანიკაშია შველას ითხოვს "გთხოვთ გვიშველეთ ვინმემ, სახლიდან გარეთ ვერ გამოვდივართ, თემქა დატბორილია"

ღამით მოსული ძლიერი ნალექის შედეგად, თბილისის ზოგიერთი უბანი დაიტბორა. მათ შორის, რთულ ვითარებაშია თემქის მე-3 მიკრორაიონის მე-2 კვარტალი.

33-ე კორპუსის მცხოვრები თეო ჩარბოდაშვილი ავრცელებს ვიდეოს, რომელშიც ჩანს, რომ ეზო მთლიანად დატბორილია.
“გვიშველის ვინმეე???…” – კითხულობს ის და დედაქალაქის მერიისგან დახმარებას ელის.
თბილისში მოსული უხვი ნალექის გამო, “გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ – 112ში” მთელი ღამის განმავლობაში 60-ზე მეტი შეტყობინება შევიდა – ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, შეტყობინებების უმრავლესობა საცხოვრებელი სახლების და შენობების პირველი სართულების დატბორვას ეხებოდა. 
აღსანიშნავია, რომ დღეს, 19 ივნისსაც, ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი – დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.
​​​
скачать dle 11.3
> </div>
 
  
  
        
        
        <div class= 3 975 / 19 ივნისი 2019"
სხვა სიახლეები
კომენტარები