სასწრაფოდ: რა ჩაიდინა ბათუმის ბულვარშუ დაცვის პოლიციამ შოკისმომგვრელი ინფორმაცია

Загрузка...
არსებული ინფორმაციით, ბათუმის ცენტრალურ ბულვარში დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა 16 წლის ბიჭი სცემეს.თვითმხილველთა თქმით, მოზარდი ველოსიპედით სეირნობდა, რა დროსაც მას პოლიციის თანამშრომლებმა ველობილიკზე გადასვლა სთხოვეს, რასაც შელაპარაკება მოჰყვა, რის შემდეგაც დაცვის პოლიციის სამი თანამშრომელი არასრულწლოვანს ფიზიკურად გაუსწორდა.
ცემისას ბიჭი ცუდად გახდა, რის გამოც ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს.
ამ წუთებში არასრულწლოვანი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს მიმღებში იმყოფება.
შინაგან საქმეთა სამინისტროში "ნიუპოსტს" განუცხადეს, რომ 16 წლის მოზარდი ველოსიპედით მოძრაობდა ბულვარის ტერიტორიაზე, დაცვის პოლიციის თანამშრომელმა მიუთითა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ველოსიპედით მოძრაობა არ შეიძლებოდა.

უწყების ცნობით, მოზარდი არ დაემორჩილა მითითებას და გააგრძელა მოძრაობა.

"ის დაცვის პოლიციის მეორე თანამშრომელმა შეაჩერა, რა დროსაც არასრულწლოვანმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სამართალდამცველს. დაცვის პოლიციელებმა მისი შეჩერება და შებოჭვა სცადეს, რა დროსაც მოზარდი შეუძლოდ გახდა. სამართალდამცველებმა სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი გამოიძახეს და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. გამოძიება 353-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას გულისხმობს. თვითმხილველები და დაცვის პოლიციის თანამშრომლები გამოკითხვაზე იმყოფებიან"- აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.
წყარო newpost.geскачать dle 11.3
></div>
 
  
  
        
        
        <div class=2 635 / 18 ივნისი 2019
Загрузка...
სხვა სიახლეები
Загрузка...
კომენტარები