დავით სერგეენკო თანამდებობას ტოვებს

Loading...
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურიდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" წყარომ აცნობა.„ჯი-ეიჩ-ენი" დაუკავშირდა სამინისტროს პრესამსახურს, რომელმაც აღნიშნული ინფორმაცია არ დაადასტურა.
წყაროს ინფორმაციით, სერგეენკომ სამუშაო კაბინეტიდან საკუთარი ნივთები უკვე გაიტანა, რასაც ასევე არ ადასტურებენ პრესსამსახურში.
"ჯი-ეჩ-ენისთვის" ცნობილი გახდა, რომ ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე ორი კანდიდატურაგანიხილება, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეაკაკი ზოიძე და მეორე კანდიდატი სააჩხერის საავადმყოფოს ერთ-ერთი თანამშრომელია, რომლისვინაობა ჯერჯერობით უცნობია.
"ჯი-ეიჩ-ენი", ინფორმაციის გადასამოწმებლად პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძეს დაუკავშირდა. პარლამენტარმა, მისი კანდიდატურის ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე განხილვასთან დაკავშირებით უარყო, ასევე უარყო დავით სერგეენკოს თანამდებობის დატოვების შესახებ ინფორმაცია.
„6 თვე არ გავა, რომ სერგეენკოს წასვლაზე ჭორი არ გავრცელდეს. რა თქმა უნდა, არ ვადასტურებ ამ ინფორმაციას“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ ჯი-ეიჩ-ენთან“ საუბარში.скачать dle 11.3
></div>
 
  
  
        
        
        <div class=1 520 / 15 ივნისი 2019
Loading...
სხვა სიახლეები
Loading...
კომენტარები
Loading...