რას ყვებიან მეათე კლასელ გოგონაზე, რომელმაც თავი მოიკლა

Загрузка...
მარტვილის №1 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლის, თამუნა ჯანაშიას დამრიგებელი „პტრაიმტაიმთან“ ამბობს, რომ ბოლოს გოგონა სიკვდილამდე ერთი დღით ადრე ნახა. პედაგოგის თქმით, გოგონა კარგ ხასიათზე იყო და სამომავლო გეგმებს აწყობდა„არაფერი ეტყობოდა, კარგ ხასიათზე იყო. მომავლის გეგმებს აწყობდა. დამატებით თხოვა ისტორიის და გეოგრაფიის მასწავლებლებს ამ საგნებში მომზადება. რამდენიმე თვის წინ თამუნა სახლიდან წავიდა,სამი დღის ძებნის შემდეგ სახლში დაბრუნდა... როგორც მაშინ თქვა, თბილისში ეძებდა სამსახურს. ამ ამბის შემდეგ ყველა ინფორმირებული იყო,სკოლაში მანდატურის ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებოდა. მშობლები სულ აკითხავდნენ, ყურადღება და მზრუნველობა არ აკლდა. გოგონას ოჯახი ფინანსურად ძლიერია. უმცროსი ძმა ყავს ჯანმრთელობის პრობლემებით და წელიწადში ორჯერ სამკურნალოდ თურქეთში დაყავთ,მამა რუსეთშიც ხშირად დადის. მოკლედ შვილებს ოჯახი არაფერს აკლებდა“,- ამბობს დამრიგებელი.


ოჯახის ახლობლის ინფორმაციით, თვითმკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე თანატოლებთან მდინარეზე იყო.
“მერე მოსულა სახლში ბებიას სათბურის საქმეებში მიხმარებია და მერე რა როგორ მოხდა არავინ არაფერი არ იცის,საღამოს 9 საათზე ბოსელში იპოვა დედამ,ისეთ დღეშია ოჯახი არ ვიცით როგორ ვანუგეშოთ,სიტყვებს ვერ ვპოულობთ“- აცხადებს ოჯახის ახლობელი.
16 წლის მოზარდმა სიცოცხლე თვითმკვლელობით 9 ივნისს დაასრულა. ის ჩამომხრჩვალი ბოსელში ნახეს.
მომხდარზე შსს-მ გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.
 скачать dle 11.3
></div>
 
  
  
        
        
        <div class=1 657 / 13 ივნისი 2019
Загрузка...
სხვა სიახლეები
Загрузка...
კომენტარები